Aa Aa
15 მაისი 2023  |  10:22

BMW M3 Touring-ი Audi RS4 Avant-ისთვის ზედმეტად სწრაფია

BMW M3 Touring-ს Audi RS4 Avant-თან უპირატესობა ცხენის ძალებშიც და მაბრუნ მომენტშიც აქვს.

კრის ჰარისი ბრიტანელი ავტოჟურნალისტია, რომელსაც უკვე ყველა იცნობს. ის ამტკიცებს, რომ BMW M3 Touring-ი, Audi RS4 Avant-თან შედარებით, გაცილებით წინაა. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანი განაცხადია, რადგან RS4 საუკეთესო უნივერსალი ძარის ტიპის ავტომობილად ითვლება. ზუსტად ამ ყველაფრის შესამოწმებლად, მეტ უოთსონმა M3 Touring-სა და RS4-ს შორის დრაგი მოაწყო. სწორედ ეს ტესტი გასცემს ყველა შეკითხვას პასუხს.

ფურცელზე BMW M3 Touring-ი უფრო მძლავრია. Audi 444 ცხენის ძალასა და 600 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. M3-ის 3-ლიტრიანი ორტურბინიანი 6-ცილინდრიანი ძრავა კი 503 ცხენის ძალასა და 649 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ორივე ავტომობილი სიმძლავრეს ოთხივე საბურავზე ანაწილებს. თუმცა, Audi-სგან განსხვავებით BMW-ს ის შესაძლებლობაც აქვს, რომ მხოლოდ უკანა წამყვანიც იყოს. სხვაობაა წონაშიც. BMW M3 Touring-ი 1 865 კგ-ს იწონის. მისი კონკურენტი კი 1 745 კგ-ა. ეს განსხვავება კი ცოტა ნამდვილად არ გახლავთ.

გაინტერესებთ როგორ დასრულდა ეს ორთაბრძოლა? რაღაც უცდით? გახსენით ქვემოთ მიბმული ვიდეო! 

გაზიარება: