Aa Aa
17 მაისი 2023  |  10:27

ქალმა ნიშნებს ყურადღება არ მიაქცია და მატარებელი დაეჯახა

GLC-ის SUV-ის მძღოლს ავარიის თავიდან აცილება შეეძლო, მაგრამ მაინც მოახერხა, რომ მატარებელი დასჯახებოდა.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ადამიანები დიდი ზომის ავტომობილებს ანიჭებენ უპირატესობას უსაფრთხოებაა. SUV-ებში, სედანებთან ან ჰეჩბეკებთან შედარებით, ისინი უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. თუმცა, თუ SUV-ს მატარებელი ეჯახება, მაშინ მისი ზომა და ჯდომის მაღალი პოზიცია საერთოდ აღარაფერს ნიშნავს.

ქვემოთ მიბმულ ვიდეოში ზუსტად ასეთი რაღაც მოხდა. ბელგიაში Mercedes GLC ლიანდაგებზე გაჩერდა მაშინ, როდესაც მონაკვეთზე მატარებელს უნდა გამოევლო. შედეგად ავარია მოხდა და „მერსედესის“ მძღოლი მძიმედ დაშავდა. ორმაგად სამწუხაროდ კი ის არის, რომ ქალბატონს ამ ავარიის თავიდან აცილება შეეძლო. ამისთვის კი არაფერი გააკეთა. 

ბილზენის ერთ-ერთ ქუჩაში საგზაო სამუშაოების გამო მომუშავეებმა პლასტმასის ბარიერები დადგეს. ირგვლივ ყველა შესაძლო მაფრთხილებელი ნიშანი ეკიდა, რომელიც ლიანდაგის გადაკვეთას დროებით ზღუდავდა. თუმცა, ქალბატონმა ამას ყურადღება არ მიაქცია.

სტაფილოსფერ ბარიერთან მიახლოებისას მძღოლს ერთ-ერთმა მომუშავე პირმა ბარიერიც გაუხსნა, რათა წინ გაეგრძელებინა გზა. მიუხედავად ამისა, ქალბატონმა მანქანა უკან დაძრა. მალევე კი მატარებელმა გამოიარა. სავარაუდოდ, ავტომობილიდან გადმოსვლის და ჩაჯდომის შემდეგ ტრანსმისია „ნეიტრალურ“ პოზიციაში გადავარდა. ქალი დაიბნა და ვერ მიხვდა რატომ არ მიდიოდა ავტომობილი წინ. ამ დროს მატარებლის სიგნალიც გაისმა და შეჯახება მოხდა.

შეჯახების შედეგად GLC-ი 360 გრადუსით დატრიალდა და მთლიანად განადგურდა. ქალბატონი კი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.

როგორ ფიქრობთ, რისი ან ვისი ბრალია ეს ავარია? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: