მძღოლს კუს გადარჩენა სურდა, მაგრამ ავარიათა სერია გამოიწვია
ბუნების მოყვარული ადამიანის ქმედებამ, სამწუხაროდ, რამდენიმე მანქანის დამტვრევა გამოიწვია.
ალბათ, გზატკეცილებსა თუ ქუჩებში ხშირად გინახავთ ავარიის შედეგად მოკლული ცხოველები. ამ ფაქტებს ადამიანთა ნაწილი საერთოდ არ განიცდის. მეორე ნაწილისთვის კი ეს მძიმედ გადასატანია. ფლორიდაში მძღოლმა, რომელიც საზოგადოების ასეთი დაყოფის მეორე ჯგუფს მიეკუთვნება, გზაზე კუ დაინახა და მისი დახმარება გადაწყვიტა. თუმცა, ამით მან უამრავი ამერიკელ მძღოლს საფრთხე შეუქმნა. ამ ადამიანმა ავტომობილი პირდაპირ შუა გზაზე გააჩერა.
ავტომობილის გაჩერების შემდეგ მის უკან მომავალმა რამდენიმე მანქანამ გაჩერება მოასწრო. თუმცა, ერთ-ერთმა მძღოლმა რეაქცია დააგვიანა, სამუხრუჭე მანძილი არ ეყო და ზოლი შეიცვალა. ამ დროს პირველ ზოლში მომავალმა სატვირთომ დიდი ინერცია ვერ გააჩერა და ზემოთ ხსენებულ მსუბუქ ავტომობილს მთელი სიჩქარით დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა ბუნების დამცველი მძღოლი. უვნებლად გადარჩა კუ, რომელსაც გზის გადაკვეთაში პოლიცია დაეხმარა.
„ბუნებისა და ცხოველების დაცვაზე ყველამ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ,“ - აცხადებს შერიფი. „თუმცა, კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს ჭკვიანურად გავაკეთებთ“.