12 წლის მათე კობახიძე Rotax max Challenge Latvia-ში პოდიუმზე მოხვდა
ქართველი მრბოლელი მათე კობახიძე Rotax max Challenge Latvia-ში წარმატებით ასპარეზობს.
Rotax max Challenge-ში კარტინგებით რბოლაა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ლატვიაში წელს 6 ეტაპი გაიმართება და მასში 12 წლის ქართველი მრბოლელი მათე კობახიძე მონაწილეობს.
პირველი ეტაპი 19-20 მაისს შიაულაის ტრასაზე გაიმართა. კვალიფიკაციის შემდეგ, კობახიძე მეცხრე პოზიციას იკავებდა. პირველი რბოლა ქართველმა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
მეორე რბოლაზე, კარგი სტარტის შემდეგ, კობახიძემ მესამე ადგილი დაიკავა და პოდიუმზეც ავიდა.
კობახიძის გარდა, ჩემპიონატში ლადო კუხიანიძეც მონაწილეობს, რომელმაც მეშვიდე ადგილი დაიკავა.
მათე კობახიძე ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში ამჟამად მესამე ადგილს იკავებს. წინ კიდევ 5 რბოლაა. შემდეგი ეტაპი 9-10 ივნისს გაიმართება.
აქვე შეგახსენებთ, რომ მათე კობახიძე საქართველოს 2-გზის ჩემპიონია კარტინგებით რბოლაში. CrystalAuto-ს გუნდი ვულოცავთ მათეს დიდ გამარჯვებას და მომდევნო რბოლებში წარმატებას ვუსურვებთ!