Aa Aa
7 ივნისი 2023  |  11:23

იუთუბერს მოპარული ავტომობილის პოვნაში Reddit-ის მომხმარებლები დაეხმარნენ

ძალიან ცუდია, როცა რამეში დიდ შრომას ჩადებ და შემდეგ მოგპარავენ. ლუდვიგ აგრინის საბედნიეროდ, მოპარული Subaru Sambar-ი გამომწერებმა აპოვნინეს.

იუთუბერმა ლუდვიგ აგრინმა 2022 წლის აგვისტოში 2022 წლის Subaru Sambar-ი შეიძინა.

მისი თქმით, ეს მისი ოცნების ავტომობილია, რომელშიც $7,000 გადაიხადა.

ლუდვიგს იუთუბზე ორი არხი აქვს და მილიონობით გამომწერი ჰყავს.

მას თავისი გამომწერებისთვის დახმარების თხოვნა მოუწია მას შემდეგ, რაც პატარა სატვირთო მოჰპარეს.

ლოს ანჯელესში შტორმის დროს ავტომობილი სადგომზე ჰყავდა გაჩერებული.

შტორმის დროს სადგომზე შუქი ჩაქრა. ვიღაცამ დრო იხელთა, ჭიშკარი გააღო და ავტომობილი გაიტაცა.

მას შემდეგ, რაც იუთუბერმა სატვირთოს პოვნაში დახმარება ითხოვა, ეს ამბავი Reddit-ზე სწრაფად გავრცელდა.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა ენტონი ბრუნომ Subaru-ს ლოს ანჯელესის ქუჩებში მიაკვლია. კარი როცა გააღო, შიგნით გაღიმებული ადამიანი დახვდა.

მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ავტომობილი მას არ მოუპარავს. მისი თქმით, ვიღაცას მისი ვალი ჰქონდა და ფულის ნაცვლად Sambar-ი მისცა.

კაცს თავხედობა ეყო და Reddit-ის მომხმარებელს ავტომობილის დასაბრუნებლად $10,000-ის გადახდა მოსთხოვა. როცა ბრუნომ პოლიციას დაურეკა, გაიქცა.

Subaru Sambar-ი მოგვიანებით Reddit-ის სხვა მომხმარებელმა მასაჟის სალონის წინ გაჩერებული იპოვა.

როგორც იტყვიან, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება.

გაზიარება: