Aa Aa
5 ივნისი 2023  |  10:18

შერიფმა Subaru Outback-ში გაჭედილი დათვი გადაარჩინა

უოშოს შერიფმა Subaru Outback-ში გაჭედილი დათვი კარის სახელურზე თოკის მიბმით გადაარჩინა.

ნევადაში, უოშოს შერიფს საინტერესო სამუშაო დღე ჰქონდა. მას Subaru Outback-იდან არასასურველი მგზავრის გამოყვანა მოუხდა.

როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, „როცა ზარი შედის, არასდროს იცი რაზე გიძახებენ“. ამ შემთხვევაში კი ზარის მიზეზი დათვი გახდა, რომელიც ავტომობილში გაიჭედა. არ ვიცით ეს როგორ მოხდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს დრო და დრო ხდება ხოლმე.

დათვის გამოსაყვანად, მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უკანა კარზე ყვითელი თოკი გამოებათ და გაექაჩათ. ამან გაამართლა. კარი გაიღო და დათვი ავტომობილიდან სწრაფად გადმოვიდა.

ვიდეოში მტაცებელი ცხოველის სტუმრობის შედეგიც ჩანს. მან თავის მისადებები და კარის პანელები დაგლიჯა. მფლობელისთვის საბედნიეროდ, უკანა სავარძლები დაკეცილი იყო და ტყავი დაზიანებისგან ამან დაიცვა.

შერიფის ოფისის თქმით, „გაზაფხული დათვებისთვის აქტიური პერიოდია და გარემოთი ტკბებიან“. ოფისი ადგილობრივებს და ტურისტებს აფრთხილებს, რომ ავტომობილში საკვები ან სხვა სურნელიანი ნივთები არ დატოვონ, რადგან ეს დათვებს ცნობისმოყვარეობას უღვივებს.

გაზიარება: