ავტოსპორტი, რალი, მექსიკის რალი
Aa
Aa

მაღალი ტემპერატურა და რთული მონაკვეთები: წინ 2020 წლის მექსიკის რალია

მექსიკის გუანახუატოს რალი 12 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. მაღალი ტემპერატურის გამო, ეს რალი კალენდარში ერთ-ერთი ყველაზე რთულია.

მექსიკის რალი ზღვის დონიდან 2727 მეტრზე ტარდება, რაც მას სეზონის ყველაზე მაღალ წერტილად აქცევს. ტემპერატურა 30 გრადუსამდე აღწევს. ამ სიმაღლეზე ძრავებს ჟანგბადი აკლდება და თავისი ძალის 20 პროცენტს კარგავს. სწორედ ამის გამო, მექსიკის რალი სეზონში ერთ-ერთი ყველაზე რთულია. პილოტებს თავიანთი მართვის სტილის გარემოსთან ადაპტირება უწევთ.

მექსიკის რალი სტარტს ხუთშაბათს საღამოს ქალაქ გუანახუატოში აიღებს. პილოტებს ვიწრო ქუჩებსა და ყოფილი მაღაროების გვირაბებში სიარული მოუწევთ. პარასკევს სულ 10 მონაკვეთია, რაც ახალ ტესტებს, ბილიკებს, ქალაქის ტრასასა და ხრეშს მოიცავს. შაბათს კიდევ ხრეშიანი სამი მონაკვეთი იქნება. კვირა დღე ამ წლის რალის ყველაზე დიდი „ოტატეს” მონაკვეთით დაიწყება, რომლის სიგრძეც 33.61 კილომეტრია და „სან დიეგოს” და „ელ ბრინკოს” მონაკვეთებით გაგრძელდება, სადაც მექიკის რალი დასრულდება.

შვედეთში „ტოიოტათი“ გამარჯვების შემდეგ, ელფინ ევანსი, კარიერაში პირველად, ჩემპიონატში პირველ ადგილასაა და მექსიკის რალის პირველი დაიწყებს. მონტე კარლოში ტიერი ნევილმა გაიმარჯვა და ბრიტანელს ქულებით უთანაბრდება. მათ სებასტიენ ოჟიე ხუთი ქულით ჩამორჩება. კალე როვანპერა მეოთხეა. ეს „ტოიოტას“ სამი პილოტისთვის კარგი დასაწყისია.  „ჰიუნდაის“ ნევილი და ოტ ტანაკი ამჯერად დანი სორდოსთან ერთად იბრძოლებენ, რომლის სეზონის პირველი სტარტიც მექსიკის რალიზე შედგება. M-sport Ford-ის გუნდის ესაპეკა ლაპის და ტიმუ სუნინენს გას გრინსმიტი შეუერთდება.

პილოტებს ჯამში 959.25 კილომეტრის გავლა მოუწევთ და ამ ყველაფერს სიცხეც ემატება, რაც მათ საქმეს ურთულებს და რალის მეტ სანახაობრიობას მატებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები