Aa Aa
5 ივნისი 2023  |  11:29

Ford Transit-ი V8 ძრავითა და უზარმაზარი ბორბლებით

Transit-ი რომლის ფლობაც და მართვაც ყველას სურს.

Ford Transit-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიკროავტობუსია. ამ მანქანას საქართველოშიც კარგად იცნობენ და მისი გამძლეობა და მრავალფუნქციურობა უყვართ კიდეც. თუმცა, ვიღაცამ კიდევ უფრო უკვდავი Transit-ის პროექტის წამოიწყო. თქვენ წინაშეა V8 ძრავიანი მიკროავტობუსი, რომელსაც Monster Truck-ის ბორბლები აქვს.

ეს მანქანა ახლა eBay-ის აუქციონზე გასაყიდადაა გამოტანილი. პროექტი ჯერ დასრულებული არ არის. იმისთვის, რომ მანქანამ გზებზე იაროს დიდი სამუშაოა გასაწევი. თუმცა, როდესაც პროექტი დასრულდება ამ მანქანის შეჩერება შეუძლებელი იქნება.



Transit-ის კორპუსი სპეციალურად დამზადებულ ჩარჩოს კონცეფციის შასიზეა დამაგრებული, რომელიც ფირფიტოვან რესორებსაც მოიცავს. სურათებში შასიზე და კორპუსზე ჟანგის შემჩნევაც არის შესაძლებელი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მანქანას შეღებვამდე სერიოზული დამუშავება სჭირდება. თუმცა, ასეც რომ არ იყოს ეს მონსტრი მიკროავტობუსი სილამაზის კონკურსის მოსაგებად არ არის შექმნილი.

სამწუხაროდ, ტექნიკური დეტალების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა, ვიცით, რომ Transit-ი 6.5-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი. ის Oldsmobile-დან გადმოიტანეს და ავტომატურ კოლოფთან დააწყვილეს. გაურკვეველი რაოდენობის სიმძლავრე ოთხივე საბურავზე ნაწილდება. იმისთვის, რომ ავტომობილმა სიარული შეძლოს ამძრავი ლილვი, გაგრილების სისტემა, მუხრუჭები და საჭის სისტემაა გასამართი. ყველა ამ სამუშაოს კი გამოცდილი მექანიკოსი სჭირდება.

სწორედ ამიტომ, ამ გიჟური პროექტის სანაცვლოდ 6 200$-ს ითხოვენ. Transit-ის შეძენა დიდ ბრიტანეთშია შესაძლებელი.

გაზიარება: