Aa Aa
4 ივნისი 2023  |  12:31

დუეინ ჯონსონი „ფორსაჟის“ ფილმებში დაბრუნდება

დუეინ ჯონსონმა დაადასტურა, რომ Fast & Furious-ში დაბრუნდება და ჰობსის პერსონაჟს ისევ ითამაშებს.

დუეინ ჯონსონი, ვინ დიზელთან უთანხმოების გამო, Fast & Furious-ის ფილმებში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარს ამბობდა. 2021 წლის ბოლოს მან განახადა, რომ ჰობსის როლს აღარ შეასრულებდა.

თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, Fast X-ის ბოლოს შემდეგი ფილმის მოკლე ანონსში გამოჩნდა.

Instagram პოსტში კი გაგვიმხილა და რომ მისი პერსონაჟი დაბრუნდება.

View this post on Instagram

A post shared by Dwayne Johnson (@therock)

53 წლის მსახიობმა აღნიშნა, რომ მან და ვინ დიზელმა „წარსული უკან მოიტოვეს“. მისი თქმით, მათ „ძმობა აკავშირებთ, „ფორსაჟის“ ფილმები და გულშემატკივრები უყვართ“.

„Fast & Furious-ის ფილმებში ლუკ ჰობსი დაბრუნდება. ჯერ HOBBS-ის ფილმში, შემდეგ კი FASTX: Part II-ში“, - ამბობს ჯონსონი.

ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. ვინ დიზელი დუეინ ჯონსონს „უმცროს ძმას“ უწოდებდა და საჯაროდ შერიგებას სთხოვდა, თუმცა, Rock-ი უარს ამბობდა და ფილმებში დაბრუნებას გამორიცხავდა.

გაზიარება: