Aa Aa
3 ივნისი 2023  |  13:30

ვიდეო: 2023 წლის BMW M3 CS-ი 100კმ/სთ-მდე 3.2 წამში აღწევს

სუპერ სედანმა 311 კმ/სთ განავითარა.

2023 წლის BMW M2 CS შეიძლება მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სედანი არ არის, მაგრამ აშკარად ძალიან სწრაფია. მაშინ, როცა საქმე სწორზე აჩქარებას ეხება, ბავარიულ Clubsport მოდელს ცოტა სედანი თუ გაუტოლდება. მოდელი, რომელსაც მოდიფიკაციები არ აქვს, გამოსაცდელად ავტობანზე წაიყვანეს, სადაც სუპერქარის მსგავსი შესაძლებლობები აჩვენა.

BMW-ს თქმით, M3 CS-ი 0-100კმ/სთ-მდე 3.4 წამში აღწევს. როგორ რეალურ პირობებში ტესტირებამ აჩვენა. სინამდვილეში 100კმ/სთ-ს განვითარება ამ სედანს 3.2 წამში შეუძლია. 200კმ/სთ-მდე მისაღწევად 10.37წმ სჭირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს BMW-ს ყველაზე სწრაფი სედანი არ არის, რაც AutoTopNL-ს გამოუცდია. რამდენიმე წლის წინ უფრო ძლიერი M5 CS-ი შეამოწმეს და მან შესანიშნავი შედეგები აჩვენა. 100კმ/სთ-მდე 2.98 წამში აჩქარდა. 200კმ/სთ-მდე 9.67-ში.

თუ ფიქრობთ, რომ M5 CS-ი გაცილებით მძიმეა, ვიდრე M3 CS-ი, მაშინ გეტყვით, რომ ამ ორი ავტომობილის წონებს შორის განსხვავება მხოლოდ 60 კილოგრამია.

გერმანულ ავტობანზე M3 CS-ი საბოლოოდ 311კმ/სთ-ს აფიქსირებს.

ისევე, როგორც M5 CS-ის შემთხვევაში, M3 CS-ი მხოლოდ 1 წლის განმავლობაში გამოვა და ჯამში 1,700-2,000 ეგზემპლარი აიწყობა.

გაზიარება: