Aa Aa
3 ივნისი 2023  |  12:52

მესის Ferrari მაიკლ ჯორდანის ყველაზე მაღალ ხელფასზე ძვირი ღირს

ეს ავტომობილი მესიმ აუქციონზე შეიძინა და მისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტი - კრიშტიანუ რონალდუ დაამარცხა.

იცოდით, რომ ლიონელ მესის Ferrari ჰყავს, რომელშიც $36 მილიონი გადაიხადა?

მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა ამ წლის თებერვალში ერთადერთ ეგზემპლარ Ferrari 335 S Spider Scaglietti-ში $36 მილიონი დახარჯა.

ეს თანხა იმაზე მეტია, ვიდრე მაიკლ ჯორდანს Chicago Bulls-ში თამაშისას ერთ სეზონში უხდიდნენ.

1997/1998 წლის სეზონში ყველაზე მაღალანაზღაურებადმა კალათბურთელმა $33 მილიონი გამოიმუშავა.

სუპერქარი 1957 წლის Ferrari 335 S Spider Scaglietti-ა, რომლითაც სტირლინგ მოსი 1958 წლის კუბას გრან პრიში მონაწილეობდა.

ამ Ferrari-ს 4.0-ლიტრიანი ძრავა აქვს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 300კმ/სთ-ია.

ავტომობილის შეძენის შემდეგ მესიმ ინსტაგრამზე სურათი გამოაქვეყნა, რომელშიც ხელში Hot Wheels-ის მანქანა ეჭირა.

View this post on Instagram

A post shared by Leo Messi (@leomessi)

ეს შენაძენი არგენტინელი ფეხბურთელისთვის კიდევ იმით იყო სასაიამოვნო, რომ აუქციონზე მისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტი - რონალდუ დაამარცხა.

მართალია, ეს ბრძოლა მოიგო, მაგრამ რონალდუ Al Nassr-ში გადასვლის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. მისი ხელფასი ამჟამად $75 მილიონია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არგენტინელს ფეხბურთელს Al-Hilal-ი $505 მილიონიან კონტრაქტს სთავაზობს. თუ ეს შეთანხმება შედგა, მაშინ Ferrari-ში გადახდილი $36 მილიონი ზღვაში წვეთი იქნება.

გაზიარება: