Aa Aa
6 ივნისი 2023  |  11:17

კაცი Volkswagen-ის SUV-ით პირდაპირ ორმოში ჩავიდა

ტეხასელმა ჯონ კინგმა დიდ გუბეში ორმო იპოვა.

Volkswagen SUV-ის მძღოლს გალვსტოუნში, ტეხასში ეგონა, რომ დიდ გუბეს მარტივად გაუმკლავდებოდა, მაგრამ გზად შემთხვევით ორმო შეხვდა.

ჯონ კინგი, რომელიც Volkswagen-ს მართავდა, ამბობს, რომ როცა ავტომობილში წყალი შევიდა, მაშინ მიხვდა, რომ რაღაც არასწორად მიდიოდა. როგორც ჩანს ბატონი კინგი არც თუ ისე დაკვირვებული ადამიანია. წყალი, რომელშიც გავლასაც უპრობლემოდ აპირებდა, უფრო ღრმა აღმოჩნდა.

როცა ორმოში ჩავარდა, ფანჯარა ჩამოწია და გვერდით მდგომს ჰკითხა, თუ რა მოხდა. „მგონი, შენ ქვემოთ მიწა ჩავარდა. 911-ში დარეკე“, - უპასუხეს მას. ირონიულია, მაგრამ კინგი 911-ის დისპეტჩერად თავად მუშაობს.

სადაზღვევო კომპანიას ორმოში ნახევრად ჩავარდნილი ავტომობილის ამოყვანა მოუხდა. საბედნიეროდ, ავტომობილი სრულად არ ჩაიძირა და მძღოლი დაზიანებების გარეშე გადარჩა.

გაზიარება: