Aa Aa
7 ივნისი 2023  |  14:10

2024 წლის Camaro-ს 4-ცილინდრიანი ვერსია აღარ ექნება, ფასი $32,495 -დან დაიწყება

ბოლო შიგაწვისძრავიანი Camaro...

მეექვსე თაობის Chevrolet Camaro-ს ბოლო ვერსია 2024 წლის მოდელი იქნება. Chevy-ს ჯერ ახალი მოდელი არ წარმოუდგენია, რაც იმას ნიშნავს, რომ Camaro-ს ახალ თაობას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ.

ვისაც ახალი Camaro-ს შეძენა სურს 2024 წლის მოდელი ჯერ კიდევ აქაა. წინა წლის მოდელისგან ბევრად არ განსხვავდება. ახალი ის არის, რომ 2.0-ლიტრიანი ტურბო-4- ძრავიანი ვერსია აღარ გამოვა. შესაბამისად, საწყისი ფასი $30 000-ზე ნაკლები აღარ იქნება.

ფერთა გამას „ტალღისებრი ლურჯი“ და „ყვითელი ნიტრო მეტალიკი“ დაემატა. ვისაც მუქი ფერი ურჩევნია, მათთვის Collector's Edition პაკეტია.

4-ცილინდრიან ვერსიას Chevy აღარ გვთავაზობს. ყველაზე სუსტი აგრეგატი 3.6-ლიტრიანი V6-ია, რომელიც 335 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 6.2-ლიტრიანი V8 ძრავის შემთხვევაში 650 ცხენის ძალას ვიღებთ. კლიენტებს არჩევანის გაკეთება 6-სიჩქარიან მექანიკურ და 10-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფებს შორის შეუძლიათ. ძალა უკანა თვლებზე ნაწილდება.

2024 წლის Camaro-ს ფასი კუპესთვის $32,495-დან იწყება. კაბრიოლეტის ყველაზე დაბალი ფასი კი $38,495-ია. ავტომწარმოებელი 2024 წლის მოდელისთვის შეკვეთებს 15 ივნისიდან მიიღებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Camaro-ს ახალი მოდელი Chevy-ს ჯერ არ წარმოუდგენია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრენდი ელექტრიფიცირებულ სედანზე მუშაობს. ასევე, შესაძლოა, ბრენდმა ახალი SUV-იც წარმოგვიდგინოს. ასეა თუ ისე, სავარაუდოდ, მეექვსე თაობის Camaro ბოლო შიგაწვისძრავიანი ვერსია იქნება.

გაზიარება: