ვიდეო: გაქცეული კარტი ავტომობილებს იცილებს და ღობეს ეჯახება
კარტმა ქალს მებაღეობის საღამო გაუფუჭა, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტათი სასაცილოა.
მებაღეობა მარტივი საქმე სულად არაა. კარტი დიდ ბაღში საკმაოდ გამოსადეგია. კიდევ უკეთესია, თუ გოლფის კარტი გყავს. თუმცა, მის დატვირთვამდე კარგი იქნება, თუ მფლობელს ხელის მუხრუჭის არსებობის შესახებ არ დაავიწყდება.
ვიდეოს აღწერის თანახმად, ქალი ბაღში მუშაობას აპირებდა და გოლფის კარტი დატვირთა. შემთხვევით ერთ-ერთი ტომარა აქსელერატორზე დადო.
კარტი მაშინვე იძვრება და გარბის. მას უკან ქალი და ძაღლი მისდევენ.
ის რამდენიმე გაჩერებულ ავტომობილს და აუზს გვერდს უვლის. შემდეგ კი ცხენების საძოვრისკენ მიდის. საბოლოოდ, კარტი ღობესთან შეჯახებამ გააჩერა.
საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა და გარემოსთვის მიყენებული ზიანიც მინიმალური იყო. ოჯახს კი ეს კურიოზი ყოველთვის გასახსენებლად ექნება.
მთავარი მორალი კი ამ ისტორიის ისაა, რომ ხელის მუხრუჭის გამოყენება არ უნდა დაგვავიწყდეს.