Aa Aa
19 ივლისი 2023  |  09:42

ვიდეო: ისტორიაში ყველაზე ცუდი პარკირების მცდელობა

ინტერნეტი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობს მძღოლი პატარა ავტომობილის გაჩერებას და თითოეული მცდელობა ერთმანეთზე მტკივნეულია.

პარკირების ისტორიაში ყველაზე ცუდი მცდელობა კამერით გადაიღეს და ახლა ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება.

კაცმა სახლის ფანჯრიდან გადაიღო, როგორ ცდილობს მძღოლი საფრანგეთში პარალელურ პარკირებას.

ამ ყველაფერს კი ის ართულებს, რომ ეს ავტომობილი ძალიან პატარა Citroen Ami-ა.

Ami-ს მძღოლს გაჩერების 6 მცდელობა ჰქონდა და ყველა ერთმანეთზე უარესი იყო.

5 მცდელობის შემდეგ, თითქოს ყველაფერი უკეთესად მიდის, მაგრამ მძღოლი კინაღამ გაჩერებულ ავტომობილს ეჯახება.

სამწუხაროდ, ვიდეო ისე სრულდება, რომ ვერ ვიგებთ შეძლო თუ არა მძღოლმა ავტომობილის გაჩერება.

გაზიარება: