DJ Khaled-ი თავისი Maybach Cappuccino-თი თავს იწონებს
Aa
Aa

DJ Khaled-ი თავისი Maybach Cappuccino-თი თავს იწონებს

DJ Khaled-ს Maybach Cappuccino $300,000 დაუჯდა, მაგრამ თითოეული ცენტი ამად ღირდა.

DJ Khaled-ი ტკბილეულობის მაღაზიაში ყველაზე ბედნიერ ბავშვს ჰგავს და ამისი მიზეზი მისი ახალი ლიმუზინია.

47 წლის პროდიუსერს თავისი ახალი ავტომობილი ისე მოსწონს, რომ მას სახელიც კი დაარქვა.

View this post on Instagram

A post shared by DJ KHALED (@djkhaled)

ის მას Maybach Cappuccino-ს ეძახის.

Khaled-მა Mercedes-Maybach S 680 გადააკეთა.

ეს ის ავტომობილია, რომელსაც, როგორც წესი იმისთვის ყიდულობენ, რომ სხვამ ატაროს და არა იმისთვის, რომ საჭესთან დაჯდეს.

ამ ავტომობილის მყიდველებს სურვილისამებრ ფერის, ნედლეულის და სხვადასხვა აღჭურვილობის დამატება შეუძლიათ.

სალონი ტყავისაა. წინ ორი მულტიმედია ეკრანია. უკან კიდევ ორი.

5.5-მეტრიან ავტომობილში, რა თქმა უნდა, დიდი სივრცეა.

სალონისთვის DJ Khaled-მა ორი ფერის კომბინაციაა აარჩია: შავი და ღია ყავისფერი. დისკებიც კაპუჩინოს ფერშია.

და ფასი?

Mercedes-Maybach S 680-ის ფასი $230,000-დან იწყება.

სავარაუდოდ, დეტალების დამატებით, ამ Maybach-ის საბოლოო ფასი დაახლოებით $300,000 უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები