Aa Aa
5 სექტემბერი 2023  |  11:41

სასაფლაო, სადაც 100 000 ავტომობილია მიტოვებული

სევდიანი სანახაობა.

სურათებზე ავტომობილების მსოფლიოში ყველაზე დიდი სასაფლაოს ხედავთ.

ეს ის ადგილია, სადაც 100 000-ზე მეტი ავტომობილი მიატოვეს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი სასაფლაო ჩინეთში ქალაქ ჰანგჟაუში, შანხაისთან ახლოს მდებარეობს.

ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზიც აქვს.

ჩინეთი ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია და ფასებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია.

თანაც ბოლო დროს ჩინეთის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანებს შიგაწვისძრავიან ავტომობილებზე უარი ეთქვათ და ელექტროები შეეძინათ.

სტატისტიკით თანახმად, საშუალოდ ერთი ჩინელი ყოველ 5.5 წელიწადში ახალ ავტომობილს ყიდულობს.

ავტომობილების სასაფლაოები კი სწრაფად ივსება.

სასაფლაოზე ძველი ტაქსები, მოტოციკლები და სკუტერებიც „განისვენებს“.

ნელ-ნელა მოძველებული ელექტრო ავტომობილებიც პრობლემა ხდება.

ყველაფერს ისიც ართულებს, რომ ჩინეთს სურს, ელექტრო ავტომობილების გაყიდვებში მსოფლიოში ლიდერი იყოს და Tesla-ს აჯობოს. ამიტომ, ავტომობილებს აწყობს და გაყიდულების რიცხვში ათვლის. სინამდვილეში კი ეს ავტომობილები ერთ დიდ სასაფლაოზე ხვდება.

ჩვენ ერთ-ერთ სტატიაში ასეთ სასაფლაოზე უკვე გესაუბრეთ.

გაზიარება: