Aa Aa
7 სექტემბერი 2023  |  10:30

მაურო იკარდიმ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული Rolls-Royce შეიძინა

ფეხბურთის ვარსკვლავმა მაურო იკარდიმ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი Rolls-Royce შეიძინა. ავტომწარმოებელი ამ ავტომობილს მხოლოდ 3 ეგზემპლარად აწყობს.

„გალათასარაის“ შემტევმა მაურო იკარდიმ Rolls-Royce Boat Tail-ის შესაძენად $25 მილიონი გადაიხადა.

არგენტინელი ფეხბურთელის წლიური ხელფასი $6.6 მილიონია, მისი ქონების ღირებულება კი - $95 მილიონი.

დღეს Boat Tail-ი ბაზარზე ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია. მანამდე ამ ტიტულს Bugatti’s Voiture Noire ფლობდა, რომლის ფასიც $19 მილიონი იყო.

4-ადგილიანი კაბრიოლეტის 1813 ნაწილის ხელით აწყობას 4 წელი სჭირდება.

სულ სამი Rolls-Royce Boat Tail-ი აიწყო. ორი მათგანი უკვე ვიხილეთ. ერთ-ერთის მფლობელი Jay-Z და Beyonce გახდნენ. მესამე კი მარგალიტების ინდუსტრიის მილიონერს მიყიდეს. ეს ავტომობილი, მფლობელის სურვილით, ფართო საზოგადოებაში არ გამოჩნდება.

ამ Rolls-Royce-ს 6.75-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს, რომელიც 563 ცხენის ძალას და 900ნმ-ს გამოიმუშავებს.

წინ ცხაურა სრულიად ალუმინისაა. უკანა ნაწილი პეპელას ფრთების მსგავსად იხსნება. მის ქვემოთ კი პიკნიკის აღჭურვილობა იმალება.

სამივე ავტომობილის სალონი კლიენტის სურვილის მიხედვითაა მოდიფიცირებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ინტერიერში საუკეთესო ტყავია გამოყენებული და შამპანურისთვის მაცივარიც არ გამორჩენიათ.

გაზიარება: