Aa Aa
19 სექტემბერი 2023  |  10:43

დუბაიში მიტოვებული Lamborghini Countach-ი იპოვეს

1980-იანების მიტოვებული Lamborghini Countach-ი უბრალოდ მიატოვეს.

დუბაიში მიტოვებული მდიდრული ავტომობილები სიახლე სულაც არ არის.

ამჯერად იქ მიტოვებულ Lamborghini Countach-ს მიაკვლიეს.

1980-იანების ლეგენდარული ავტომობილი მტვრითაა დაფარული და საბურავები დაფუშულია.

ამ ავტომობილის სურათებმა ინტერნეტი მომენტალურად დაიპყრო.

Countach-ი ბრენდის ისტორიაში უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილია, რომელმაც იტალიურ ავტომწარმოებელს ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარა.

ამ ავტომობილის ასეთ მდგომარეობაში ხილვა სინანულს იწვევს.

Lamborghini Countach-ის ფასი ამჟამად $500,000-ია, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში $1 მილიონსაც აღწევს.

ქვიშას და სიცხეს შესაძლოა ავტომობილისთვის დიდი ზიანი მიეყენებინა და მისი აღდგენა იაფი ნამდვილად არ დაჯდება.

წლების განმავლობაში დუბაიში არაერთი მდიდრული ავტომობილი ქუჩაში მიატოვეს. მათ შორის 400 ეგზემპლარიდან ერთ-ერთი Ferrari Enzo-ც იყო.

ამ თემაზე ჩვენს Youtube-ის არხზე ვრცელი ვიდეო უკვე შემოგთავაზეთ.

გაზიარება: