თბილისი, მევლუდ მელაძე, თბილისის საცობები
Aa
Aa

„თუ ჩვენ არსებული მიმართულებით წავალთ, მოტოტრანსპორტი იქნება მთავარი ტრანსპორტი თბილისში“ – მევლუდ მელაძე საცობებზე

„თუ ჩვენ არსებული მიმართულებით წავალთ, მოტოტრანსპორტი იქნება მთავარი ტრანსპორტი თბილისში“, – ამის შესახებ თბილისში საცობების პრობლემაზე საუბრისას საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მანვე ისაუბრა მოტოციკლეტების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ თბილისში მოტოტრანსპორტის რაოდენობა ქაოტურად იზრდება.

მისივე თქმით, პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს ის გარემოება, რომ ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყველა მომავალი მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვას ერთიანი სტანდარტით შეისწავლის.

„თუ ჩვენ არსებული მიმართულებით წავალთ, მოტოტრანსპორტი იქნება მთავარი ტრანსპორტი თბილისში. დავემსგავსებით ისეთ ქვეყნებს, სადაც შუქნიშანთან გაჩერებულია მოტოციკლეტები, მოპედები და უკან ავტომობილების რიგია. ბევრი აღარაფერი გვაკლია ასეთ სურათამდე...

მოტოტრანსპორტი ძალიან მომრავლდა, თან ქაოტურად გამრავლდა. დრო სჭირდებათ, რომ ავტომობილების მძღოლებმა ადაპტაცია მოახდინონ მოტოციკლეტების მძღოლებთან.

ჩვენთან არ არსებობს სახელმწიფო სწავლების პროგრამა. სკოლები, რომლებიც ასწავლიან ავტომობილის ან მოტოციკლეტის ტარებას, არ მიჰყვებიან სპეციალურ პროგრამას, ყველას თავისი პროგრამა აქვს შედგენილი. საბოლოო ჯამში, ყველა ასწავლის, როგორ ჩააბარონ გამოცდა.

ეს პრობლემას ქმნის მოტოციკლეტების შემთხვევაში, რადგან ავტომობილის შემთხვევამ თუ შესაძლოა, მცირე დაზიანება გამოიწვიოს, მოტოციკლის შემთხვევაში მინიმუმ შეჯახებას და ვარდნას ვხვდებით“, – განაცხადა მევლუდ მელაძემ.

წყარო - BPN.GE

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები