ჯარიმები, საქართველო, თბილისი, საგზაო ჯარიმები, ვიდეოჯარიმები
Aa
Aa

საქართველოში 9 თვეში 2.5 მილიონზე მეტი ვიდეოჯარიმა დაიწერა | განახლებული მონაცემები

საქართველოში 9 თვეში 2.5 მილიონზე მეტი ვიდეოჯარიმა დაიწერა, ჯამში 188 მლნ ლარის ოდენობით. ამის შესახებ შსს-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიდან ხდება ცნობილი.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გამოწერილია 2 587 200 ჯარიმა, საიდანაც ბიუჯეტში შესულია 188 384 420 ლარი. მათგან 20%-იანი შეღავათით მოქალაქეებმა 1 427 623 ჯარიმის შემთხვევაში ისარგებლეს, რაც გამოწერილი ჯარიმების 55%-ია. შეღავათით გადახდილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 74 348 612 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა თბილისშია გამოწერილი. მასზე საერთო რაოდენობის 44% მოდის. შემდეგ მოდის იმერეთი 18.6%-ით, ხოლო აჭარა – 11%-ით.

უფრო კონკრეტულად, შსს-ს სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

- თბილისი – 1 147 358 ჯარიმა, 84 565 360 ლარი;
- იმერეთი – 482 508 ჯარიმა, 34 092 850 ლარი;
- აჭარა – 292 814 ჯარიმა, 21 696 260 ლარი;
- შიდა ქართლი – 189 100 ჯარიმა, 12 814 240 ლარი;
- ქვემო ქართლი – 149 985 ჯარიმა, 10 457 510 ლარი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 95 319 ჯარიმა, 6 980 250 ლარი;
- გურია – 84 204 ჯარიმა, 6 087 400 ლარი;
- კახეთი – 61 421 ჯარიმა, 4 769 150 ლარი;
- სამცხე-ჯავახეთი – 53 039 ჯარიმა, 3 789 350 ლარი;
- მცხეთა-მთიანეთი – 30 829 ჯარიმა, 3 059 500 ლარი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 623 ჯარიმა, 72 550 ლარი.

წყარო - BPN.GE

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები