Aa Aa
21 სექტემბერი 2023  |  15:06

რა ჯდება Bugatti Chiron Pur Sport-ის მოვლა?

ფიქრობთ, რომ ზეთის გამოცვლა ძვირი გიჯდებათ? მაშინ იქნებ ამან დაგამშვიდოთ.

თუ ფულს ოცნების ავტომობილისთვის აგროვებთ, იმაზე მეტი თანხის მოგროვება გჭირდებათ, ვიდრე თავიდან ფიქრობდით.

თუ ეს ავტომობილი Bugatti-ა და უკვე მილიონერი არ ხართ, მაშინ ეს შეუძლებელიც კია.

გარდა იმისა, რომ ამ ბრენდის ავტომობილები ისედაც წარმოუდგენლად ძვირი ღირს, მისი მოვლაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

Bugatti Chiron Pur Sport-ის ერთ-ერთმა მფლობელმა გაგვიმხილა, რა უჯდება ამ ავტომობილის მოვლა.

Chiron Pur Sport-ის ფასი $3.6 მილიონია. Tik Tok-ის მომხმარებელმა AARides-მა კი თქვა, რომ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია.

@aacarsandexotics That’s A LOT of money ???? #cars #fyp #bugatti #supercar #luxury #carsoftiktok #racing #bugattichiron ♬ Countless - Official Sound Studio

„ავტომობილს სითხის შეცვა ყოველ 14 თვეში ჭირდება და ამ სერვისის ღირებულება $24,952-ია. იმავე პერიოდში შესაცვლელია დისკები და საბურავები, რისი ფასიც $49,904-ია“, - ამბობს ის.

AARides-ის განმარტებით, ზეთის შეცვლის უფლება მხოლოდ Bugatti-ს სერტიფიცირებულ მექანიკოსს აქვს.

„მხოლოდ საბურავების ერთი კომპლექტის ფასი $7,984-ია. თუ Michelin Pilot Sport Cup 2 TR-ი გსურთ, მაშინ $41,919 დაგიჯდებათ“.

მისი თქმით, ყოველ 4 წელიწადში წინა სამუხრუჭე დისკები და ხუნდები, სამუხრუჭე სითხე, ტურბოკომპრესორები და საწვავის ავზიც კი შესაცვლელია.

ამ ყველაფრის ფასი კიდევ $209,698-ია.

მოკლედ რომ ვთქვათ, $3.6-მილიონიანი Bugatti Chiron Pur Sport-ის მოვლას 4 წელიწადში $384,496 სჭირდება.

გაზიარება: