Aa Aa
23 სექტემბერი 2023  |  11:36

ბრონქსში Lamborghini Huracan-ს ბორბლები მოხსნეს და რძის ყუთები შეუყუდეს

ყველაფერს ისიც ემატება, რომ ავტომობილის მფლობელი დააჯარიმეს.

ვიღაც ერთდროულად უიღბლო და იღბლიანმა ადამიანმა ისწავლა, რომ ბრონქსის ქუჩებში „ლამბორგინი“ არ უნდა დააპარკინგოს. ახლახან ინტერნეტსივრცეში ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ Huracan-ს ბორბლები აქვს მოხსნილი და რძის ყუთებზეა შეყენებული.

სამწუხაროდ, ამ ამბავთან დაკავშირებით ძალზედ ცოტა ინფორმაცია მოიპოვება.

მაღალი ალბათობით ძვირადღირებული V10-ძრავიანი სუპერავტომობილის მფლობელს დისკები მოჰპარეს. Lamborghini-ის დისკები რომ იაფი არ ღირს და ეს ყველასთვის ცნობილია.

eBay-ს პლატფორმაზე Huracan-ის დისკები ხშირად ჩნდება ხოლმე. 4-ვე დისკის ფასი, საბურავების გარეშე, 6 000$-ს აჭარბებს. ასეთ ავტომობილებზე არაქარხნული დისკების დაყენება დიდად არ გვხიბლავს, თუმცა, ფაქტია, რომ ასე Lambo-ს უამრავი მფლობელი იქცევა.

საგულისხმოა, რომ ვინც ეს ყოველივე ჩაიდინა ამ საქმეში დახელოვნებული ადამიანია. მან ავტომობილი ისე ასწია, ოთხი საბურავი მოხსნა და რძის ყუთები შეუყუდა, რომ ვერავინ დაინახა. ასეთ „მასტერს“ კი ბევრი სარბოლო გუნდი ინატრებდა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ Huracan-ის მფლობელს ავტომობილი არამხოლოდ ბორბლების გარეშე დახვდა, არამედ პოლიციამ ის არასწორი პარკირებისთვისაც დააჯარიმა.

რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: