Aa Aa
25 სექტემბერი 2023  |  10:19

ქურდმა სადილეროდან ერთ ღამეში 7 ავტომობილი მოიპარა

უცნობია, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა თუ თანამზრახველებიც ჰყავდა.

მერილენდში, თემფლ ჰილში ქურდმა სადილეროდან ერთ ღამეში 7 ავტომობილი მოიპარა.

ქურდობა Global Auto Outlet-ში გვიან ღამით მოხდა. უსაფრთხოების კამერებმა გადაიღო, როგორ შეიჭრა ქურდი ფანჯრიდან და გასაღებების ძებნა დაიწყო.

შემდეგ შენობიდან გადის. საბოლოოდ, სადილეროდან 7 ავტომობილი გაჰყავს.

უცნობია, მარტო მოქმედებდა ეჭვმიტანილი, თუ თანამზრახველიც ჰყავდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ამ სადილეროს ქურდავენ. ეს 4 თვის წინ უკვე მოხდა და Global Auto Outlet-ის მფლობელი ფიქრობს, რომ ეს შემთხვევაც იმავე ადამიანმა დაგეგმა.

პოლიცია ამ შემთხვევას იძიებს, თუმცა, ჯერ არავინ დაუკავებიათ.

ეს ამბავი სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ მოხდა, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აღმოსავლეთ სანაპიროს ქურდობების რამდენიმე მილიონიანი ავტომობილების ქურდობის ჯაჭვი გახსნა.

გაზიარება: