Rolls-Royce, Beetle
Aa
Aa

ყველაზე სასაცილო მანქანა მსოფლიოში - Rolls-Royce Beetle

არა მგონია ვინმეს უფრო მახინჯი „ბითლის“ ფლობა სურდეს, თუნდაც ძვირადღირებული - Spirit Of Ecstasy - ორნამენტი ამშვენებდეს, მაგრამ ის მაინც არსებობს!

რა ხდება მაშინ, როდესაც უმაღლესი კლასის ავტომობილზე ოცნებობთ, მაგრამ საბანკო ანგარიშზე ნამდვილი გვალვაა? ყიდულობთ VW Beetle-ს, რომელიც Rolls-Royce-ის სამოსშია გამოწყობილი. სურათზე ნაჩვენები ავტომობილი იტალიაში გასაყიდადაა გამოტანილი.

ეს მანქანა 1972 წლის VW Super Beetle-ის კაბრიოლეტზეა აწყობილი. ავტომობილი თავდაპირველად Karmann-მა ააწყო. თუმცა, პროექტი ჯერ ბოლომდე არ იყო დასრულებული, როდესაც ვიღაცამ Rolls-Royce-ის მახინჯი ბიძაშვილის შექმნა გადაწყვიტა.


ავტომობილის მთლიანი კორპუსი მინა-ბოჭკოსგან არის დამზადებული. ყუთისებრი დიზაინის წაგრძელებული ცხვირი „როლს-როისის“ Spirit of Ecstasy-თაც არის დამშვენებული. გაგანიერებულია წინა და უკანა ფრთები, ხოლო კუდი ზუსტად ისეა წაგრძელებული, როგორც ნამდვილ Rolls-ს შეეფერება.

ის, რაც იმედებს გაგიცრუებთ სახურავია. ტყავი დაგლეჯილია, ხოლო უკანა შუშა არც ისე საამაყოდ და სოლიდურად გამოიყურება. ამ Rolls-Royce-ში წვიმის დროს წყალი აუცილებლად ჩავა.


ავტომობილის მექანიკური მდგომარეობა იდუმალებითაა მოცული. ამავე კატეგორიაში გადის მანქანის გარბენიც და ასაკიც. მანქანას კი უხდება მისტიკა. 

ამჟამინდელი მფლობელი მსოფლიოში ყველაზე სასაცილო ავტომობილის სანაცვლოდ 9 500 ევროს ითხოვს, რაც 10 000$-ზე მეტია. ეს თანხა Rolls-Royce-ის მახინჯი ბიძაშვილის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრია. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ 1970-იან წლებში გამოშვებული Rolls-Royce Silver Shadow-ს შეძენა 13 000$-ად არის შესაძლებელი. თუმცა, ეს ავტომობილი მსოფლიოში ყველაზე სასაცილო მანქანის სტატუსით ვერ დაიკვეხნის.

მსგავსი სიახლეები