Aa Aa
6 ოქტომბერი 2023  |  13:08

ეს 1984 წლის BMW 635CSi ფარდულში იპოვეს

E24 თაობის BMW 6-Series-ს სერიოზული რესტავრაცია სჭირდება, რადგან ის ფარდულში 20 წლის განმავლობაში უყურადღებოდ იდგა.

E24-ის თაობის მეექვსე სერია ნამდვილი კლასიკაა. განსაკუთრებით დიდ მოწონებას იმსახურებს მისი უმაღლესი კომპლექტაციის მქონე ვერსიები. მაგალითისთვის, ეს 1984 წლის 635CSi ავიღოთ. სამწუხაროდ, მანქანა ათწლეულების განმავლობაში უპატრონოდ იყო მიგდებული. „ზვიგენის ცხვირის“ დიზაინის მქონე მოდელს სერიოზული რესტავრაცია სჭირდება იმისთვის, რომ ძველი დიდება დაიბრუნოს.

ამ BMW-ს ისტორია ისეთი დრამატული არაა, როგორც ის გამოიყურება. ორი ათწლეულის წინ ამჟამინდელმა მფლობელმა ეს ავტომობილი თავისი პირველი მეგობრისგან შეიძინა. ის „ექვსიანის“ რესტავრაციაზე ოცნებობდა და მისი იმ დონემდე მიყვანა სურდა, რომ სამუზეუმო ექსპონატი ყოფილიყო. თუმცა, ამ ადამიანის მიზნების შესრულება ვერ მოხერხდა, რის გამოც ავტომობილს ფარდული 20 წლის განმავლობაში არ დაუტოვებია.



ახლა ეს მანქანა ერთ-ერთი აუქციონის სახლს გასაყიდად აქვს გამოტანილი. განცხადებაში წერია, რომ მფლობელი მის ძრავას ამუშავებდა ხოლმე. თუმცა, მას შემდეგ, რაც 635CSi-ის ძრავა ბოლოს დაიქოქა დიდი დრო გავიდა.

შეგახსენებთ, რომ 1984 წელს 635CSi 3.4-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი აგრეგატით იყო აღჭურვილი, რომელიც 215 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ბევრი მოყვარულისთვის სამწუხაროდ, ეს ავტომობილი, მექანიკური კოლოფის ნაცვლად, 4-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან არის დაკავშირებული. მანქანის ოდომეტრზე 175 000 მილია გამოსახული, რაც 281 000 კილომეტრზე მეტია.



ეს 635CSi შოტლანდიაშია და მისი სავარაუდო ღირებულება 4 500-7 500$-ად არის შეფასებული. ეს 635CSi-ის საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით ცოტაა. თუმცა, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ავტომობილს სერიოზული რესტავრაცია სჭირდება.

გაზიარება: