Aa Aa
4 იანვარი 2024  |  14:03

„უოლ-სტრიტის მგელში“ დამტვრეული Lamborghini Countach-ი გასაყიდადაა გამოტანილი

1989 წელს გამოშვებული Lamborghini Countach 25th Anniversary-ს ლეონარდო დიკაპრიო მართავდა.

სამი თვის წინ RM Sotheby-ს აუქციონის სახლმა გამოაცხადა, რომ კომპანია მალე გასაყიდად „განსაკუთრებულ“ Lamborghini-ს გამოიტანდა. როგორც აღმოჩნდა, ეს ავტომობილი ცნობილი ფილმის, The Wolf of Wall Street-ის გადაღებისას გამოყენებული ორი Lamborghini Countach-დან ერთ-ერთია. ეს ავტომობილი ფილმის რამდენიმე ეპიზოდში გამოიყენეს.




საკმაოდ დაზიანებული 1989 წლის Lamborghini Countach 25th Aniversary-ის აუქციონი აბუ დაბიში 25 ნოემბერს გაიმართება. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ფილმის გადაღების შემდეგ ამ „ლამბოს“ სახალხოდ გამოაჩენენ. წინასწარი შეფასებებით, ავტომობილი 1.5-2 მილიონად უნდა გაიყიდოს.

აუქციონის სახლის განცხადებიდან ვიღებთ, რომ ზუსტად ეს ავტომობილი ფილმში 3 წუთისა და 11 წამის განმავლობაში აჩვენეს. საინტერესო დეტალი ისაა, რომ ფილმის რეჟისორი, მარტინ სკორსეზე არ იყო კმაყოფილი კასკადიორების მიერ Countach-ზე მიყენებული დაზიანებებით, რის გამოც მან სატვირთო მანქანა თეთრ სუპერავტომობილს თავად დააჯახა. მეორე Countach-ი, რომელიც ფილმში გამოიყენეს გასულ დეკემბერს გაიყიდა. ის მანქანა ეკრანებზე 16 წამი ჩანდა.

ამ ავტომობილის მყიდველს მხოლოდ „ლეგენდარული“ Lamborghini არ ჩაუვარდება ხელში. მანქანას, დიკაპრიოს მიერ ავარიის სცენაში გამოყენებული ტანსაცმელი, რეჟისორის სკამი, დიკაპრიოს, სკორსეზესა და მარგო რობის ავტოგრაფები, ორი „ჰუფი“ და ფილმის ორი DVD ჩანაწერი მოჰყვება.


სხვათა შორის, Lamborghini-ის Countach 25th Anniversary 658 ეგზემპლარად აქვს გამოშვებული. მათგან მხოლოდ 12 იყო აშშ-ს ბაზრისთვის განკუთვნილი.

გაზიარება: