Aa Aa
6 ნოემბერი 2023  |  16:27

საქართველოში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული

2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით საქართველოში ჯამში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული.

საქსტატის ახალ პორტალზე automobile.geostat.ge გამოქვეყნებული მონაცემებით, ყველაზე მეტი ავტომობილი თბილისშია რეგისტრირებული. დედაქალაქში რეგისტრირებული მანქანები რაოდენობა ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 37.5%-ს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოში 1 563 165 ავტომობილი იყო რეგისტრირებული. 1000 კაცზე კი 418 ავტომობილი მოდიოდა

რეგიონების რეიტინგი ავტომობილების განაწილების მიხედვით, ასეთია:

თბილისი – 619 006;
იმერეთი – 213 959;
ქვემო ქართლი – 165 152;
კახეთი – 148 851;
აჭარა – 134 642;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 107 389;
შიდა ქართლი – 97 813;
სამცხე-ჯავახეთი – 66 098;
მცხეთა-მთიანეთი – 44 268;
გურია – 39 440;
რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთი – 11 011;

ამავე პორტალზე წარმოდგენილია ავტომობილის TOP-5 მოდელი, რომელიც დღეისთვის ქვეყანაში ყველაზე მეტი რაოდენობითაა რეგისტრირებული როგორც მსუბუქ, ასევე სამგზავრო ავტომობილებში, ასეთია:

Ford Transit – 49 177;
Toyota Prius – 45 637;
Opel Astra – 37 128;
VAZ 21063 – 23 105;

წყარო: BM.ge

გაზიარება: