Aa Aa
15 ნოემბერი 2023  |  15:11

Tesla-ს დამარცხება 1 000-ცხენისძალიან Porsche-ს და BMW-საც არ შეუძლია

ელექტრო სედანი ამ სამეულში ყველაზე მძიმე და მძლავრია.

თუ საავტომობილო სამყაროსთან ოდნავი შეხება მაინც გაქვს, აუცილებლად გეცოდინებათ, თუ როგორი სწრაფია Tesla Model S Plaid-ი. ამ ავტომობილმა დრაგზე ყველანაირი „სუპერქარი“ უკან ჩამოიტოვა. ასევე, საკმაოდ სწრაფია Nurburgring-ზეც. თუმცა, აჯობებს თუ არა ის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ავტომობილებს, რომლებსაც კაპოტის ქვეშ მოდიფიცირებული ძრავები აქვთ?

ეს კარგი შეკითხვაა, რომელზე პასუხის გასაცემადაც მატ უოთსონმა დრაგის ზოლზე Model S Plaid-ი, Porsche 911 Turbo და BMW M5 შეკრიბა. შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილები მოდიფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ სამივე მანქანა თითქმის 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მათგან ყველაზე მძიმე კი Tesla-ა, რომელიც 2 200 კგ-ს იწონის. შეგახსენებთ, რომ Model S Plaid-ს სამი ელექტრო ძრავა აქვს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილია. 100 კმ/სთ-ის განსავითარებლად მას მხოლოდ 1.99 წამი სჭირდება. 

მის წინააღმდეგ 3.8-ლიტრიანი ტურბინიანი ოპოზიტური ძრავის მქონე Porsche დააყენეს. მოდელს არაქარხნული შემშვები სისტემა, ტიტანის გამშვები სისტემა და განახლებული კომპიუტერი აქვს. შედეგი ისაა, რომ ეს უკანაძრავიანი რაკეტა 1 011 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი წონა 1 650 კგ-ია და ტრიოში ყველაზე მსუბუქია. EV-ის მეორე მოწინააღმდეგე მოდიფიცირებული BMW M5-ია. მისი 4.4-ლიტრიანი V8 ძრავა 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. წონა კი 1 850 კგ-მდეა.

„პეტროლჰედებისთვის“ სამწუხაროდ, სამივე რბოლაში Model S Plaid-მა დამაჯერებლად გაიმარჯვა.

როგორ ფიქრობთ, შეუძლია შიგაწვისძრავიან მოდელს სწრაფი ელექტრომობილის დამარცხება? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: