ჰიბრიდის ტიპები: „მაილდ-ჰიბრიდი“ და მისი მახასიათებლები
Aa
Aa

ჰიბრიდის ტიპები: „მაილდ-ჰიბრიდი“ და მისი მახასიათებლები

„მაილდ-ჰიბრიდული“ ავტომობილები დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება. მაგრამ რა არის „მაილდ-ჰიბრიდი“ და რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი ან ფლაგ ინ ჰიბრიდისგან?

„მაილდ-ჰიბრიდული“ ავტომობილების განვითარება არც მეტი და არც ნაკლები ძირითადად Mercedes-Benz-ის ხელშია. სანამ სხვა კომპანიები ჰიბრიდს ან ფლაგ-ინ ჰიბრიდს ამჯობინებს, Mercedes-ი „მაილდ-ჰიბრიდულ“ აგრეგატზე მუშაობს და ავტომობილებში იყენებს, დაწყებული რბილი Mercedes-Benz C-Class-ით, აგრესიული Mercedes-AMG E 53-ით დასრულებული.

ამ ტექნოლოგიაზე „მერსედესის“ გარდა, Volvo, Audi, Kia და სხვებიც მუშაობენ.

„მაილდ-ჰიბრიდული“ კონფიგურაცია შემდეგია: ელექტრო მოტორი შიგაწვის ძრავასა და ავტომატურ გადაცემათა კოლოფს შორისაა მოთავსებული. ბატარეა მცირე ზომისაა. ელექტრო მოტორი დამატებით მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. მას ძრავის ამოქმედებაც შეუძლია.

ენერგიის აღდგენა დამუხრუჭებითაც შესაძლებელია. ზოგიერთი სისტემა კონდიციონერს და ზეთის ტუმბოებს უკავშირდება და, მექანიკურის ნაცვლად, ელექტრონულად იმართება.

თუმცა, „მაილდ-ჰიბრიდული“ სისტემის ელექტრო მოტორი შიგაწვის ძრავისგან დამოუკიდებლად თვლებს ვერ აბრუნებს. ეს მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ეს არის ძირითადი განსხვავება ნებისმიერი სხვა ტიპის ჰიბრიდული ავტომობილისგან.

„მაილდ-ჰიბრიდული“ ავტომობილები დიდი ხანია ჩვენს გარშემოა, მაგრამ ადრე მათი სხვა ჰიბრიდებისგან გარჩევა მხოლოდ ავტოინჟინრებს შეეძლოთ.

ადრეული „მაილდ-ჰიბრიდული“ ავტომობილის მაგალითი 2001 წლის პირველი თაობის Honda Insight შეიძლება მივიჩნიოთ. ეს იყო ორადგილიანი კუპე, რომელსაც პრაქტიკულობა აკლდა.

Honda ჯიუტად აგრძელებდა „მაილდ-ჰიბრიდული“ ავტომობილების წარმოებას. Toyota-მ სრულიად ჰიბრიდულ ავტომობილებს ფასი შეუმცირა და პოპულარობა ამით მოიპოვა.

„მაილდ-ჰიბრიდული“ ავტომობილებისთვის ელექტრო მოტორის მხარდასაჭერად და რეგენერაციული ენერგიისთვის ძირითადად 50-ვოლტიან ელექტრო სისტემას იყენებენ.

„მაილდ-ჰიბრიდის“ მთავარი მახასიათებლებია: 

  • ელექტრო მოტორის/გენერატორის მუშაობა შიგაწვის ძრავასთან ერთად;
  • ელექტრო მოტორისგან გამომუშავებული მაბრუნი მომეტი შიგაწვის ძრავისას ემატება;
  • ელექტრო მოტორი შიგაწვის ძრავასაგან დამოუკიდებლად არ მოქმედებს;
  • ელექტრო მოტორს მოქმედება შეუძლია სტარტერად/ალტერნატორად.

მსგავსი აგრეგატის წარმოების იდეა მიმზიდველი მსუბუქმა წონამ და შექმნისთვის დაბალმა ხარჯმა გახადა. თუ ლითიუმის იონის ბატარეა მცირე ზომისაა, მაშინ ის მსუბუქიცაა. მსუბუქი ავტომობილი ძირითადად უფრო ეკონომიურია.

მეორე თაობის Honda Insight მესამე თაობის Toyota Prius-ის კონკურენტი იყო. ის იყო 57მმ-ით მოკლე, 50მმ-ით ვიწრო და 165კგ-ით ნაკლებია, ვიდრე Toyota. სამწუხაროდ, ეს უფრო მეტ ეკონომიურობასა და ეკოლოგიურობას არ ნიშნავდა. ტესტებში Prius-ი 100-ზე 3.9 ლიტრს მოიხმარდა, Insight-ი 4.9 ლიტრს.

მიუხედავად იმისა, რომ „მაილდ-ჰიბრიდული“ სისტემა იმდენად ეკონომიური არაა, რამდენადაც ჩვეულებრივი ჰიბრიდი, ის საწვავის ეკონომიას 15%-ით აუმჯობესებს. თანაც, ამ სისტემის მანქანასთან ადაპტირება უფრო ადვილია.

მსგავსი სიახლეები