Aa Aa
10 ივლისი 2024  |  14:55

შეჯავშნული VW Golf GTI AK-47-ის ტყვიებს თავისუფლად უძლებს

VW Golf GTI სტანდარტულ მანქანასთან შედარებით 340 კილოგრამით მძიმეა, რაც ავტომობილის წარმადობასაც ამცირებს.

რომ არა სპეციალურად ამ მოდელისთვის შექმნილი სალონი და დამატებითი განათება, რთული დასაჯერებელი იქნებოდა, რომ ეს მანქანა ერთი ჩვეულებრივი Volkswagen Golf GTI არ არის. მერვე თაობის Golf GTI-ში ექსტერიერის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღეთ, შეჯავშნული კორპუსის წყალობით კი, მანქანა AK-47-ის ტყვიებსაც კი თავისუფლად უძლებს.

მანქანა SVI Engineering-ის მიერ სამხრეთ აფრიკაში შეიქმნა. მანქანა 3.5-მილიმეტრიანი ჯავშნის ფილითა და ბალისტიკური მინითაა აღჭურვილი. მძღოლის მხარეს ფანჯრის გაღება მხოლოდ ნახევრადაა შესაძლებელი, დანარჩენი ფანჯრები კი საერთოდ არ იღება.

მაღალი კლასის შეჯავშნული ფოლადი გამოყენებულია მანქანის კარების, საყრდენების, სახურავისა და უკანა ნაწილის დასამზადებლად. ეს უკანასკნელი ისე იქნა შერჩეული, რომ საბარგულის კარისთვის ჯავშნის გამოყენების საჭიროება აღარ დარჩა, რამაც შეამცირა როგორც მანქანის წონა, ასევე მისი დამზადების ფასი. ჯავშანი გამოყენებულია ძრავის მნიშვნელოვანი კომპონენტების დასაცავად, ტყვიაგამძლეა ბატარეაც.

მიუხედავად წონის შემცირების მცდელობისა, VW Golf GTI 340 კილოგრამით უფრო მძიმეა ვიდრე მისი სტანდარტული ვარიანი, რაც ავტომობილის წარმადობაზეც ახდენს გავლენას. ასე რომ არ ელოდოთ, რომ ეს GTI-იც 0-დან 100 კმ/სთ-ს მხოლოდ 6 წამში მიაღწევს. გაზრდილი წონისა და სხვა საკითხების დამსახურებით, მანქანა სავარაუდოდ 40 კილომეტრზე მეტს თითქმის 4 ლიტრი ბენზინით დაფარავს.

მანქანის გაზრდილ წონასთან გასამკლავებლად, SVI Engineering-მა მანქანაში საკიდარიც შეცვალა. მთავარი პლუსი კი მანქანას ის აქვს, რომ B4+ კორპუსის საშუალებით, 7.62x39 მმ-იან ტყვიებს შეუძლია თავისუფლად გაუმკლავდეს. ხოლო ბალისტიკური მინა AK-47-დან ოთხ გასროლას უძლებს.

GTI-ისა და R მოდელების შეჯავშნულ ავტომობილად გარდასაქმნელად SVI Engineering-ს დაახლოებით სამი თვე დასჭირდება. მანქანის „შეჯავშნის“ ღირებულება დაახლოებით $35,000-ის ეკვივალენტია.

 

გაზიარება: