Mini Cooper Station Wagon, მინი-კუპერი, Mini Cooper, კლინტ ისვუდი
Aa
Aa

კლინტ ისტვუდის „მინი-კუპერი“: 6-ეგზემპლარიანი ექსკლუზივი

რთული წარმოსადგენია, თუმცა „ბინძური ჰარის“ ვარსკვლავი კლინტ ისტვუდი, რომელიც ძირითადად სწორედ ბოევიკური ჟანრისა და „ვესტერნი“ ფილმებითაა ცნობილი, ამ „მინი-კუპერით“ გადაადგილდება. მაგრამ ეს მხოლოდ პატარა ზომის ოთხკუთხედი ფორმის მანქანა არაა - მსოფლიოში ამ „მინი-კუპერის“ მხოლოდ და მხოლოდ 6 ეგზემპლარი არსებობს.

ავტომწარმოებელისთვის Mini Cooper Station Wagon-ის შთაგონება რალის მანქანები გახდა. ამაზე მეტყველებს სტანდარტულ „მინი-კუპერთან“ შედარებით ამ მოდელის გაუმჯობესებული შესაძლებლობები, წარმადობა და დიზაინიც კი.

ამ კონკრეტული „კუპერის“ კაპოტქვეშ 1071cc-იანი ძრავაა მოთავსებული, რომელიც ლეგენდარულ Mini Cooper S-ს ეკუთვნოდა და ახალი „სახლი“ უკვე ისტვუდის ავტომობილში იპოვა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ავტომობილს რალის მანქანების ღირსებულ კონკურენტად არ აქცევს, თუმცა, გასასეირნებლად ეს „კუპერი“ მართლაც კარი არჩევანია.

ამას ემატება მანქანის ინტერიერი, რომელიც ერთდროულად მარტივი და მრავალფუნქციურია. ავტომობილი უფრო მეტად მოკლე მოგზაურობებისთვისაა განკუთვნილი, მოგზაურობას კი უფრო მეტად განსაკუთრებულს დიდი ხილვადობის საქარე მინა აქცევს.

ამ ყველაფერთან ერთად კი არ უნდა დაგვავიწყდეს მანქანის უნიკალურობა. ავტომწარმოებელმა ამ მოდელის მხოლოდ ექვსი ეგზემპლარი შექმნა და როგორც ვარაუდობდნენ ამ ექვსიდან ორი სტივ მაქქვინს ეკუთვნოდა. ეს ფაქტი ამ „მინი-კუპერს“ კოლექციონერებისთვის უფრო მეტად მიმზიდველ ავტომობილად აქცევს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ მისი ხელში ჩაგდება მოახერხოს.

მსგავსი სიახლეები