ავარია, დოჯი, დოჯი ჩელენჯერი
Aa
Aa

Dodge Challenger-ი სახლის სახურავზე აღმოჩნდა

აიდაჰოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, Dodge Challenger-ი ჯერ ჰაერში ავარდა, იქვე მდებარე სახლის სახურავს შეეჯახა და შემდეგ მეორე სახლის თავზე აღმოჩნდა. საუბედუროდ, ინციდენტი ტრაგიკულად დასრულდა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი - დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა შაბათ დილას მოხდა. Challenger-ის მძღოლმა ავტომობილზე კონტროლი დაკარგა, მოხვევის ნაცვლად მაღალი სიჩქარით ფერდობზე ავარდა და პირდაპირ, სახლის აგურის საკვამურში შევარდა. თუმცა, საკვამურმა მანქანის შეჩერება ვერ მოახერხა, რის გამოც ის მეორე სახლის სახურავზე გადავარდა.

შეჯახების შედეგად, Challenger-ში წინ მჯდომი მგზავრი დაიღუპა. მძღოლი და უკანა სავარძელზე მყოფი პირი, კი მრავალი დაზიანებით, ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის დროს სახლებში არავინ იმყოფებოდა.

რაც შეეხება ფინანსურ ზარალს - Challenger-მა ერთი სახლის ბუხარი და მეორეს სახურავი გაანადგურა, ასევე დააზიანა მიმდებარე ელექტროგადამცემი ხაზები, რამაც ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

სოციალურ ქსელში ავარიის ადგილიდან რამდენიმე სურათი გავრცელდა. ფოტოებზე ჩანს, რომ Challenger-ის წინა ნაწილი განადგურებულია და სავარაუდოდ, ტრასაზე ვეღარ დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები