შიგაწვის ძრავა, ბიემვი, ფერარი, ლამბორგინი, ასტონ მარტინი, როლს-როისი, ასტონ მარტინი ვანქვიში, მერსედეს ეს-კლასი, მაიბახი
Aa
Aa

Aston Martin: გამონაბოლქვზე რეგულაციები V12-ს კლავს

გასულ წელს, Aston Martin-ის პროდუქტის სტრატეგიის დირექტორმა, ალექს ლონგმა, იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე ისაუბრა, რომელიც ყველა ენთუზიასტის სურვილია - ეს დიდი ძრავებია. რაც უფრო დიდია ძალური აგრეგატი, მით უფრო მეტად ქმნის ის „ნამდვილ ემოციურ კავშირს“ მძღოლსა და მანქანას შორის. თუმცა რეგულაციები მკაცრდება და საავტომობილო ინდუსტრიას მასზე უარის თქმა უწევს.

მიუხედავად იმისა, რომ Vanquish-ი ახალი V12-ითაა აღჭურვილი, მკაცრი რეალობა არის ის, რომ 5.2-ლიტრიანი ძრავა 2030 წლის შემდეგ ბაზარზე აღარ იარსებებს. როგორც ჟურნალ Drive-სთან Aston Martin-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიან ჰოლმარკმა განაცხადა, „პატივსაცემი V12-ის მუდმივი მიწოდება 2028 წლის ბოლოს დასრულდება“. საბოლოო ჯამში კი, დიდი მოცულობის ბენზინის ძრავები ალბათ 2030 წლისთვის „მოკვდება“.

თუმცა სუპერმანქანების მწარმოებელი ფლაგმანურ შიგა წვის ძრავებზე კვლავ აქტიურად მუშაობს. რეგულაციები მაინც გარდაუვალია და Aston Martin-საც მოუწევს ამ ყველაფერს ფეხი აუწყოს. რეგულაციების მხრივ თავისუფლება მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში რჩება. მაგრამ, ასეც რომ არ იყოს და მომდევნო წლებში რეგულაციები უცვლელი დარჩეს, Aston Martin-ის პროგნოზით, ის თავის უკანასკნელ V12-ს ხუთ წელში გაყიდის.

ამასთან ერთად, ჰოლმარკის მტკიცებით, მომხმარებლების დაინტერესება და აღფრთოვანება, Vanquish-ისა და მისი 820 ცხენის ძალის მიმართ მაღალია. თუმცა, V12 უკვე გადაშენების პირას მყოფი „სახეობაა“. 12-ცილინდრიანი მონსტრი სულ რამდენიმე ავტომობილის კაპოტქვეშ თუ შეგვხვდებათ. 12Cilindri-სა და Purosangue-ში Ferrari ატმოსფერულ 6.5-ლიტრიან ძრავას იყენებს, იმავეს აკეთებს Lamborghini თავის Revuelto-ში.

მომხმარებელს კვლავ აქვს შესაძლებლობა შეიძინოს Mercedes S-Class-ი, 6-ლიტრიანი V12 ძრავით, იმ შემთხვევაში, თუ უფრო თანამედროვე Maybach-ის ვერსიას შეიძენს. AMG განყოფილება  6-ლიტრიან V12-ს Pagani Utopia-საც აწვდის. BMW უკვე რამდენიმე წელია V12-ით აღჭურვილ მეშვიდე სერიას აღარ ყიდის, თუმცა მისი ძრავის ვარიაცია გვხვდება Rolls-Royce Ghost-ში, Cullinan-სა და Phantom-ში.

იმავე ინტერვიუსას, ჰალმარკმა აღნიშნა, რომ ახლა, ავტოინდუსტრია V12-ის „საბოლოო ბიძგების“ მომსწრეა, რადგან მძღოლები მაქსიმალურად მონდომებულნი არიან მიიღონ ის, რასაც „ძრავების პიკი“ ჰქვია.

მსგავსი სიახლეები