რუსეთი, ჩინეთი, ნისანი, ნისან პეტროლი
Aa
Aa

რუსეთმა გამოსავალი იპოვა | საიდან მიიღებს ქვეყანა Nissan-ის ახალ მოდელს?

2022 წლის თებერვლის შემდეგ, ავტომწარმოებელთა ნაწილმა რუსეთის ბაზარი დატოვა. ამას დაემატა დასავლეთის მკაცრი ზეწოლა და ქვეყნის ავტოინდუსტრიაში მნიშვნელოვანი პრობლემებიც შეიქმნა. მათ შორისაა ახალი მანქანების გაყიდვების ვარდნა, როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის.

თუმცა რუსეთის გამოსავალი ამ შემთხვევაში ჩინეთი აღმოჩნდა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და მიტოვებული ბაზრის საკუთარი ავტომობილებით „დატბორვა“ დაიწყო. მაგრამ, უფრო მეტად საინტერესო ისაა, რომ ჩინეთმა, დასავლურ ავტომწარმოებლებთან ერთობლივი საწარმოების წყალობით, რუსეთისთვის მანქანების რებრენდირებული ვერსიების შეთავაზებაც დაიწყო - რომლებიც სხვაგვარად ქვეყანაში აკრძალულია.

ამის ერთ-ერთი მაგალითი ახალი თაობის Nissan Patrol-ია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში 2025 წლის Armada-ს სახით იყიდება. ცნობისთვის, Nissan-მა რუსეთი 2022 წელს დატოვა, მას შემდეგ რაც თავისი ოპერაციები NAMI-ს სიმბოლურ ფასად, სულ რაღაც 1 ევროდ მიჰყიდა.

რებრენდირებულ Patrol-ს რუსეთი ახლა Otting-დან მიიღებს. ეს კომპანია ქვეყნის ფარგლებს გარეთ შედარებით უცნობია, სადაც მას Sinomach Automotive-ი წარმოადგენს. ამჟამად Otting-ი Nissan Terra-ს განახლებულ ვერსიას Paladin SUV-ს და Palasso-ს პიკაპს ჰყიდის. რომელიც რებრენდირებული Dongfeng Rich 6-ია. ორივე მოდელი ჩინეთში Zhengzhou Nissan-ის მიერ მზადდება. Zhengzhou Nissan-ი კი Dongfeng-ისა და იაპონური ავტომწარმოებლის ერთობლივი საწარმოა.

კომპანიის პრეზენტაციის თანახმად, რებრენდირებული Nissan Patrol-ი რუსეთის სადილეროებში, სავარაუდოდ, 2026 წელს გამოჩნდება. ჩინური ბრენდის თანახმად, ახალი SUV კლასში ერთადერთი იაპონური წარმომადგენელი იქნება და რუსეთშიც ოფიციალურად გაიყიდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

მსგავსი სიახლეები