დუბაი, საპატრულო პოლიცია, როლს-როისი, მენსორი, როლს-როის კულინანი
Aa
Aa

დუბაის საპატრულო ძალებს ყველაზე მდიდრული წევრი შეემატა

დუბაის საპოლიციო ძალებისგან მდიდრული მანქანები და სუპერქარები აღარავის უკვირს. თუმცა მათი უახლესი სათამაშო, სხვა ჩვენთვის ნაცნობს საპატრულო მანქანებთან შედარებით, ბევრად უფრო... დახვეწილია... ეს მოდელი ყველასათვის კარგად ცნობილ ტიუნინგ კომპანია Mansory-ის ეკუთვნის და ის, არც მეტი არც ნაკლები, მოდიფიცირებული Rolls-Royce Cullinan-ია.

უწყებამ თავისი Cullinan-ი დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა. ღონისძიებას დუბაის საპოლიციო ძალების რამდენიმე წარმომადგენელი და თანამშრომელი დაესწრო. არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის ყოველდღიური მოვალეობების შესრულება მოუწევს Rolls-Royce-ს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსგავსად მდიდრულ ავტომობილს დუბაიში დამნაშავეების დევნისთვის გამოიყენებენ.

ოფიციალური უწყების განცხადების თანახმად, ქალაქის იმ ტერიტორიაზე, რომლებიც ტურისტებით განსაკუთრებულად დატვირთულია, საპოლიციო ძალების გაძლიერება იგეგმება. დიდი ალბათობით, Rolls-Royce-საც სწორედ აქ ვიხილავთ.

დუბაის პოლიციის სხვა მანქანების მსგავსად, Cullinan-ს თეთრი და მუქი მწვანე ექსტერიერის საფარი აქვს. და ის, არც Mansory-ის პირველი მოდიფიცირებული ვერსიაა, რომლის გასაღებით ქალაქის ოფიცრებს გადაეცათ. ადრე მათ რიგებში ცნობილი გერმანული კომპანიის მოდიფიცირებული Mercedes-Benz G63 ირიცხებოდა.

Cullinan-ში შეტანილი მოდიფიკაციების სრული სია დადასტურებული სახით არ არსებობს, თუმცა გარეგნულად შეიძლება იმის თქმა, რომ მოდელს ახალი კარბონის სპლიტერი უყენია და საბურავებიც შეცვლილი აქვს. რაც შეეხება მოდელის შესაძლებლობებს: Cullinan-ის კაპოტქვეშ 6.75-ლიტრიანი ტვინტურბო V12-ია მოთავსებული, რომელიც მცირედითაა გაძლიერებული და 563 ცხენის ძალის ნაცვლად, 610 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 

 

მსგავსი სიახლეები