ძრავა, ექსპერიმენტი, ცხენის ძალა
Aa
Aa

12-როტორიანი ძრავა 1 515 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა | შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა

Rob Dahm-ის 12-როტორიან ძრავაზე საგა გრძელდება. ძრავა მართლაც მხეცია, რომელიც ცხენის ძალისა და მაბრუნი მომენტისთვის 4-ციფრიან რიცხვებს მარტივად აფიქსირებს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ძლევამოსილი ძრავა ტესტირების პროცესში აალდა და ეს, რეალურად, ამ პროექტის ერთადერთი ჩავარდნაა.

YouTube-არხის საშუალებით, ავტომოყვარულები ძრავაზე ტესტირებების პროცესს დიდი ხანია რაც აკვირდებიან. Dahm-მა ძრავა 2023 წელს მიიღო, რის შემდეგაც, მასიური 15.7-ლიტრიანი მხეცი არა ერთი ან ორი, არამედ სამი ტურბოჩარჯერით გააძლიერა. ამის მიზეზი, როტორების სამ ნაკადად განლაგებაა, რაც ძრავას V-ფორმას აძლევს. გაუმჯობესებამდე, ძრავა სავარაუდოდ 1 400 ცხენის ძალას და 1 080 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა, ამას დამატებული 10 000 ბრ/წთ-ზე, რაც წარმოუდგენლად მაღალი შედეგია.

უახლესი მონაცემებით, ძრავის სიმძლავრე მინიმუმ 1 515 ცხენის ძალას და 1 750 ნიუტონ მეტრს აღწევს. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ ტესტირების და იმ პრობლემების მოგვარების ეტაპზეა, რომელზეც  მაგალითად გამოცდისას ძრავის აალება მიუთითებს. როგორც ჩანს, მუშაობისას ძრავამ დიდი რაოდენობით სითბო გამოყო, რაც პლასტმასისა და მინაბოჭკოვანი დამცავის დაწვის მიზეზად იქცა. საბოლოოდ მან 7500 ბრ/წთ-ს მიაღწია - გაცილებით ნაკლები, ვიდრე ნავარაუდები იყო.

გასაკვირია, მაგრამ როგორც ჩანს, გუნდი მსგავსი სიტუაციისთვის მომზადებული არ იყო. ვიდეოში ისმის, თუ როგორ კითხულობს ერთ-ერთი პირი აქვთ თუ არა ცეცხლმაქრი. საბოლოოდ, ხანძრის გაჩენიდან დაახლოებით 15 წამის შემდეგ, ცეცხლმაქრის გამოყენებით მისი ჩაქრობა შეძლეს. მცირედი გაწმენდის შემდეგ კი, ძრავა შემდგომი ტესტირებისთვისაც მზად იყო.

სწორედ აქ იწყება მეორე უბედურება: სავარაუდოდ, ძრავა არა ხანძრის, არამედ მაღალი ბრუნვის გამო გარკვეულწილად დაზიანდა. დაზიანებული იყო საკვანძო ღიობი, ასევე პრობლემები შექმნა ძრავის ჩასაქრობად დიდი რაოდენობით წყლის გამოყენებამ. ეს ეხებოდა როტორების ნაწილსაც.

Dahm-ის ვარაუდით, ძრავას რაიმე სერიოზული დაზიანება არ აქვს, თუმცა შიდა ნაწილების შესამოწმებლად გუნდს მისი დაშლა მოუხდება. ამ ვიდეოს თავდაპირველი მიზანი 2 000 ცხენის ძალის გამომუშავება იყო და სავარაუდოდ, გუნდი ამ მიზნის მიღწევას კიდევ შეეცდება.

 

მსგავსი სიახლეები