პიკაპი, სატვირთო, რამი, რამ 2500 ვორლოკი, რამ 2500 ბლექ ექსპრესი
Aa
Aa

Ram-ი ახალი სატვირთოების შეკვეთებს ვეღარ აუდის

რამდენიმე რთული წლის შემდეგ, Ram-ი დაბრუნდა და ისეთივე ცეცხლოვანი პერიოდი დაუდგა, როგორიც მისი 8-ცილინდრიანი ძრავებია. 5.7-ლიტრიან Hemi V8-სთან დაბრუნებულმა ბრენდმა პირველ 24 საათში 10 000 შეკვეთაზე მეტი მიიღო. 

ეს შთამბეჭდავი მიღწევაა, თუმცა Ram-ი გაჩერებას არ აპირებს — კომპანია კიდევ ბევრ ახალ კომპლექტაციასა და სპეციალური გამოშვების მოდელს შემოგვთავაზებს: მათ შორის, 2500 Black Express-სა და Warlock-ს, რომლებიც ფანებს ასე ძალიან უყრვართ.


2027 წლის მინივენის, ProMaster City-ს დეტროიტში წარდგენისას, Ram-ის მმართველებმა განაცხადეს, რომ ხსენებულ მოდელებზე უკვე მთელი წლის შეკვეთები მიიღეს და ამჟამად წარმოების რაოდენობის გაზრდაზე მუშაობენ, რათა მოთხოვნა დააკმაყოფილონ. 2500 Black Express-ისა და Warlock-ის წარმატება მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან ორივე მათგანი მეტ-ნაკლებად ბიუჯეტურ Tradesman-ს ეფუძნება. 

პიკაპის შეძენა მსურველებს, საშუალოდ, 55 000$-მდე დაუჯდებათ. ეს დიდი ტვირთამწეობის მქონე სრულგაბარიტიანი პიკაპისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასია. 2500 Warlock-ი, რომელიც ვიზუალით Black Express-ისგან საკმაოდ განსხვავდება, ოდნავ უფრო ძვირი იქნება და 60 000$-მდე დაგიჯდებათ. 

ეს ყველაფერი არ არის, Ram-ი ახლო მომავალში TRX-ის დაბრუნებასაც გეგმავს, რომელსაც გვერდს განახლებული, ტურბოდიზელზე მომუშავე Power Wagon-ი დაუმშვენებს. 

ერთი სიტყვით, ტიმ კუნისკისის გადაწყვეტილება, გვერდით გადაედო ელექტროპიკაპების იდეა და ფსონს სრულად შიგაწვის ძრავებზე ჩამოსულიყო, გამართლდა — Ram-ი ძველ სიმაღლეებს უბრუნდება და იბრუნებს მომხმარებლებს, რომლებიც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში კონკურენტებმა წაართვეს. 

მსგავსი სიახლეები