ილონ მასკი, ელექტრომობილები, ტესლა, ტესლა საიბერთრაქი
Aa
Aa

Tesla-მ გაუყიდავი Cybertruck-ები სავაჭრო ცენტრის სადგომზე გადაყარა

Tesla-ს Cybertruck-ი გაყიდვებში კარგ შედეგებს ნამდვილად ვერ აფიქსირებს. ამან კომპანიას რიგი პრობლემები უკვე შეუქმნა. მათ შორის, როგორც ჩანს, ამერიკულ ფირმას ისიც ვერ გაურკვევია, თუ რა უნდა უქნას ამდენ გაუყიდავ ელექტროპიკაპს. დროთა განმავლობაში კი, ამ პიკაპების ნაწილი დეტროიტის მახლობლად, დანგრეულ სავაჭრო ცენტრში აღმოჩნდა. და არ გაგიკვირდებათ და ამან, ადგილობრივების უკმაყოფილება უკვე გამოიწვია.

Crain’s Detroit Business-ის ცნობით, ათობით Cybertruck-ი და Tesla-ს სხვა მოდელები, Hunter’s Square-ის სავაჭრო ცენტრში რამდენიმე საპარკინგე ადგილს იკავებს. ტერიტორიაზე, ამჟამად, რამდენიმე დახურული რესტორანია, ასე რომ ელექტრომობილებისთვის საკმარისი ადგილია. თუმცა, მიწის ნაკვეთის სატრანსპორტო საშუალებების შესანახად გამოყენება ქალაქის კანონმდებლობის დარღვევაა.

View this post on Instagram

A post shared by David Abrams (@cheapyd)

მიჩიგანის შტატის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის მეპატრონე დარღვევის შესახებ უკვე ინფორმირებულია. თუმცა, აღსრულების პროცესს „დრო სჭირდება“. ანგარიშში აღნიშნულია, რომ Tesla-მ ცოტა ხნის წინ გახსნა სრულიად ახალი შოურუმი, სავაჭრო ცენტრთან ახლოს, და შესაძლოა სწორედ აქედან მოხვდა Cybertruck-ებიც აკრძალულ ტერიტორიაზე.

ფაქტია, Cybertruck-ის საქმე კარგად არ მიდის. როგორც კომპანიის დირექტორმა ადრე განაცხადა, მას ელექტროპიკაპებზე უკვე მილიონზე მეტი შეკვეთა ჰქონდა მიღებული. მაგრამ მოლოდინებმა არ გაამართლა და გასულ წელს მხოლოდ 40 000 ერთეული გაიყიდა, რაც გაცილებით ნაკლებია Tesla-ს პროგნოზირებულ 250 000 ეგზემპლარზე.

თუმცა, Tesla-მ ახალი გეგმაც შეიმუშავა. აპრილში მან ერთძრავიანი, უკანაწამყვანი Cybetruck- წარადგინა, რომლის საწყისი ფასი $70 000-დან დაიწყება. დამატებით კი, მსურველებს შეღავათებს და სხვადასხვა ბენეფიტებსაც შესთავაზებს.

 

მსგავსი სიახლეები