ლამბორგინი, ვი 12, ლამბორჯინი, ლამბორგინი ქაუნთაჩი, ლამბორგინი ქაუნთაჩ ელფიაი 800-4
Aa
Aa

იშვიათი Lamborghini, რომლის ფასიც თანდათან მცირდება | იხილეთ Countach LPI 800-4

როცა 2022 წელს Lamborghini-მ Countach LPI 800-4 გამოუშვა, იტალიური ბრენდის ბევრი გულშემატკივარი ამ ფაქტმა აღაფრთოვანა, თუმცა ერთი ამდენი განარისხა კიდეც. მიზეზი მარტივია — თუ ლეგენდარულ მოდელს აცოცხლებ, ან მისთვის პატივის მიგება გაქვს ჩაფიქრებული, ყველა სტანდარტი და მოლოდინი უნდა დააკმაყოფილო, LPI 800-4 კი ასეთი სუპერქარი ნამდვილად არ არის. 

მართალია, სულ 112 ერთეულიდან, რომელიც კომპანიამ გამოუშვა, ყველა მაშინვე გაიყიდა, თუმცა 4 წლის შემდეგ, აუქციონებზე ამ ავტომობილის ფასის ტენდენცია საუკეთესო ნამდვილად არ არის — Countach LPI 800-4 იმ იშვიათ სუპერქართა შორისაა, რომელთა ფასებიც მნიშვნელოვნად მცირდება. 


2022 წელს განახლებული Countach-ის შეძენა, დაახლოებით 3 მილიონი დოლარი დაგიჯდებოდათ, ახლა კი ეს თანხა თითქმის ერთი მესამედით შემცირდა... 

Lamborghini, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, Bring a Trailer-ის აუქციონზე, სულ რაღაც, 2.2 მილიონ დოლარად იყო გამოტანილი, თუმცა მისი ამ ფასად ყიდვა არავინ ისურვა. თუ მიზეზი მისი მდგომარეობა გგონიათ, ცდებით — სუპერქარის ოდომეტრი მხოლოდ 228 კილომეტრს უჩვენებს. ასეთი შემთხვევა 2024 წლის სექტემბერშიც მოხდა, როცა მფლობელმა Countach LPI 800-4 2.5 მილიონ დოლარად გაყიდა — ალბათ, სხვა მფლობელები ამ დროს უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მათი ინვესტიცია ჩაფლავდა. 

საპირწონედ, Ferrari Daytona SP3, რომელიც ლამბოს მოდელის პარალელურად, უფრო დიდი „ტირაჟით“ (599 ერთეული) გამოვიდა, გასულ წელს 6.8 მილიონ დოლარად გაიყიდა... 

რა არის მიზეზი? ის, რომ Countach LPI 800-4 სტანდარტული Aventador-ისგან დიდად ვიზუალითაც კი არ განსხვავდება და როგორც Sian FKP 37, ისიც 6.5-ლიტრიანი, ატმოსფერული V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 48-ვოლტიან ელექტროძრავასა და მცირე ზომის სუპერკონდენსატორს უკავშირდება, რაც ჯამში 770 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. ერთი სიტყვით, ამ სუპერქარში გამორჩეული არაფერია — ის ოდნავ მძლავრია, ვიდრე Aventador-ი, თუმცა ჰიბრიდულ სისტემას მოყოლილი წონა ამ უპირატესობასაც ანიავებს. 

მსგავსი სიახლეები