შეძლებთ გამოიცნოთ, თუ რა დაჯდება ამ Tesla-ს შეკეთება?
ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ Tesla Model Y-ის წარსულში უკეთესი დღეებიც ჰქონია. თუმცა რთულია ამ ყველაფრის თქმა მას შემდეგ, რაც ამერიკული ელექტრომობილი ავტოსადგომზე კაშკაშა ყვითელ ბოძს დაეჯახა. ინციდენტის შემდეგ, ავტომობილის უკანა ნაწილი შესამჩნევად დაზიანდა - რაც ფოტოებზეც კარგად ჩანს. თუმცა ალბათ იმაშიც დაგვეთანხმებით, რომ $11 000 ამ დაზიანების შესაკეთებლად აბსურდულად მაღალი თანხაა.
მაგრამ ხარჯები, რომელიც ამ Tesla-ს მფლობელს დაუთვალეს, ფაქტობრივად ასახავს იმ რეალობას, რაც ელექტრომობილების მფლობელებს აქვთ. საიდუმლო არავისთვის არაა, რომ ელექტრომობილების შეკეთება 2025 წელს იმაზე ბევრად ძვირი ჯდება ვიდრე თუნდაც 10 წლის წინ. ეს კარგად ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ ურჩევნიათ სადაზღვევოებს ხშირად, ავტომობილი შეუკეთებლად გამოაცხადონ (შესაბამისად, გაატოტალონ), ნაცვლად იმისა, რომ დაზიანების თანხა აანაზღაურონ.
Guess how much to repair this @ Tesla
byu/sgrinavi inTeslaModelY
სადაზღვევოს მიერ შეთავაზებული თანხის თითქმის ნახევარი შრომის ანაზღაურებაზე მოდის - ეს უკანასკნელი 60 საათს აჭარბებს, რაც საათში $91-ია. და თუ თქვენ ამ დაზიანებული მოდელის მფლობელი ხართ, ალბათ იფიქრებთ, რომ Tesla-ს შეკეთებას 60 საათი სულაც არ სჭირდება. თუმცა საქმე ასე მოითხოვს, თუნდაც სერვისცენტრისთვის.
როდესაც საქმე ავტომობილის შეკეთებას ეხება, ბევრ მფლობელს ურჩევნია სამუშაო დაზღვევას მიანდოს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს გადაწყვეტილება ბევრად ძვირი უჯდებათ და დიდი დროც მიაქვს. მაგალითად, Reddit-ის მომხმარებლის განცხადებით, სადაზღვევო მოთხოვნის შეტანის შემთხვევაში, მისი დაზღვევა ხუთი წლის განმავლობაში წელიწადში 1 000 დოლარით გაიზრდება. ის ასევე დაკარგავს ერთგული მომხმარებლის ფასდაკლებას და დამატებითი ხარჯების გაღებაც მოუწევს.
იდეალურ შემთხვევაში, სადაზღვევო უბრალოდ ელექტრომობილს "გაატოტალებს". მიზეზი კი, რა თქმა უნდა, ელექტრომობილების შეკეთების მაღალი ხარჯია. ამის გამო კი შეიძლება სჯობდეს, რომ EV-ების გაფუჭების შემთხვევაში, მფლობელმა ცალკე შემკეთებელი მოიძიოს.