ელექტრომობილი, ლოტუს ელეტრე, როლს-როისი, როლს-როის ფანტომი, როლს-როის კულინანი, მეფე ჩარლზ მესამე
Aa
Aa

ჩარლზ III-მ კორონაციისთვის საჩუქრად Rolls-Royce მიიღო

ოფიციალური რეესტრის ინფორმაციით, ჩარლზ III-მ კორონაციაზე საჩუქრად Rolls-Royce მიიღო. ამ საჩუქრის შესახებ ცნობილი ბუკინგემის სასახლის ჩანაწერებიდან ხდება, რომელშიც ის ოფიციალური საჩუქრებია ჩამოთვლილი, რომლებიც 2020 წლიდან 2023 წლამდე სამეფო ოჯახის წევრებმა მიიღეს.

Rolls Royce Cullinan Series II ავტომობილი ჩარლზ მესამეს ბაჰრეინის მეფემ, ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფას გადასცა. სავარაუდოდ, ამ საჩუქრის ღირებულება მინიმუმ 300 000 გირვანქა სტერლინგია. ავტომობილი პირადი დანიშნულებისთვის გამოსაყენებლად არაა გათვლილი და ალბათ, მეფე ჩარლზს ამ ძვირად ღირებული საჩუქრით უფრო მეტად ოფიციალურ ღონისძიებებზე ვიხილავთ. კორონაციისთვის, Rolls-Royce-თან ერთად, ბაჰრეინის მეფემ ჩარლზს დეკორატიული საათიც აჩუქა.

საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ, მისმა უდიდებულესობა ჩარლზ მესამემ კიდევ ერთი ელექტრომობილი შეიძინა. როგორც ამბობენ, ბრიტანეთის მონარქმა უკიდურესად თანამედროვე და საკმაოდ მძლავრ ელექტრომობილზე, Lotus Eletre-ზე შეაჩერა არჩევანი. ჯერ უცნობია, მისი ახალი მოდელი Eletre 600 იქნება თუ Eletre 900, მაგრამ TopGear.com-ის ცნობით, მან არჩევანი Royal Claret-ის ფერის კორპუსზე გააკეთა.

ცნობისთვის, ჩარლზი რამდენიმე ელექტრომობილს წარსულშიც ფლობდა. მათ შორის იყო Jaguar I-Pace, რომელიც გასულ წელს აუქციონზე გაყიდა. ამასთან ერთად, სამეფო ოჯახის მფლობელობაშია ორი, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული Bentley და Rolls-Royce Phantom-ი.

მსგავსი სიახლეები