სუპერქარი, ილია თოფურია, ასტონ-მარტინი, ასტონ-მარტინი დიბი12, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

მისი ფასი $250 000-ია | რა მანქანა აჩუქეს ილია თოფურიას

2024 წელს, UFC-ის მებრძოლმა ილია თოფურიამ ლეგენდარული მებრძოლი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. გამარჯვების აღსანიშნავად, Aston Martin-ის მადრიდულმა ცენტრმა, იმავე წელს, ქართველ მებრძოლს საჩუქრად ახალი Aston Martin DB12 გადასცა. ავტომობილის ღირებულება $250 000-ს აღწევს. რა ვიცით ამ მოდელის შესახებ?

ASTON MARTIN-ის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელის მთავარი მახასიათებელი არა მხოლოდ მისი დიზაინი, არამედ ის შესაძლებლობებია, რომელსაც DB12 კაპოტის ქვეშ მალავს. 4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავით, უახლესი Aston Martin-ი 670 ცხენის ძალას და 800-მდე ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ავტომობილი 0-დან 100-მდე სულ რაღაც 3.6 წამში ჩქარდება, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 325 კმ/სთ-ზე აღწევს.

თოფურიას ავტომობილი 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი, რომელიც ძრავიდან წამოსულ სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ დაუვიწყარი მართვის გამოცდილებისთვის, ავტომობილის შესაძლებლობებთან ერთად არანაკლებ აუცილებელი მისი ინტერიერია. ეს მოდელი დახვეწილობისა და თანამედროვეობის ნაზავია.

DB12 აღჭურვილია ბრენდის პირველი, შიდა წარმოების საინფორმაციო-გასართობი სისტემით. 10.3-ინჩიანი ცენტრალური საინფორმაციო-გასართობი ეკრანი უსადენო Apple CarPlay-სა და Android Auto-ს უკავშირდება. სტანდარტულ კომპლექტაციაში 11-დინამიკიანი აუდიო სისტემა და 15-დინამიკიანი Bowers & Wilkins სისტემა შედის.

ავტოექსპერტთა შეფასებით, DB12 ავტომწარმოებლისთვის, ბოლო პერიოდში, ყველაზე გამორჩეული ქმნილებაა. Aston Martin-ის ეს მოდელი ნიჭისა და შესაძლებლობების  მრავალფეროვნებაა, რაც მას ისეთ მნიშვნელოვან მოდელებს შორის აქცევს, როგორებიცაა Ferrari Roma, Porsche 911 Turbo-ს, ხოლო მეორე მხრივ, Bentley Conti GT-იც კი.

 

მსგავსი სიახლეები