სიჩქარის რეკორდი, პორშე, სიაომი, სიაომი ესიუ7, სიაომი ესიუ7 ულტრა
Aa
Aa

ჩინური Xiaomi-ს ელექტროსედანმა Porsche-ს რეკორდი გაანადგურა

სიჩქარის რეკორდს დღეს მხოლოდ ჰიპერქარები არ ხსნიან. Xiaomi-მ, რომელიც ძირითადად სმარტფონების წარმოებითაა ცნობილი, გასულ წელს თავისი ახალი ელექტროსედანის, SU7-ის წარდგენით დიდი ყურადღება მიიპყრო. ამ მოდელის პროტოტიპმა ნიურბურგრინგზე 6:46:874 დააფიქსირა ახლა კი, ოფიციალურადაც დაბრუნდა. ელექტროსედანის საწარმოო ვერსიამ მწვანე ჯოჯოხეთზე ყველაზე სწრაფი EV-ის ტიტული მოიპოვა და წრე 7:04:957 წთ-ში დაფარა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგი 18 წამით ნელია ვიდრე ამ მოდელის პროტოტიპმა დააფიქსირა, საწარმოო Xiaomi SU7 Ultra უფრო სწრაფი იყო, ვიდრე Rimac Nevera-ს ჰიპერქარი (7:05:298) და Porsche Taycan Turbo GT (7:07:55). Xiaomi-მ დაადასტურა, რომ მოდელი, რომელმაც რეკორდი დაამყარა სერიული ვერსია იყო, თუმცა მრბოლელის ვინაობა არ გაუსაჯაროებია.

აღმასრულებელი დირექტორის, ლეი ძუნის განცხადებით, ეს ნიურბურგრინგის რბოლაზე Xiaomi-ის უკანასკნელი გამოჩენა არ იქნება. ეს კი კომპანიის გრძელვადიან პერსპექტივაზე მიუთითებს. ამის დამადასტურებლად, Xiaomi-მ წრის რეკორდის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ნიურბურგრინგის ოფიციალურ ვებსაიტზეც ატვირთულია.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ელექტრომობილი სწორ გზაზე 345 კმ/სთ-ს აღწევს, რაც მისი მაქსიმალური სიჩქარის 350 კმ/სთ-ზე ოდნავ ნაკლებია. ამ მაჩვენებელს სამძრავიანი სისტემა უზრუნველყოფს, რომელიც კომბინირებულად 1 527 ცხენის ძალას და 1 770 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს საკმარისია იმისათვის, რომ Xiaomi SU7 Ultra 0-დან 100-მდე 1.89 წამში აჩქარდეს.

კონკურენტი ჰიპერმანქანებს შორის არსებული მახასიათებლების მიუხედავად, Xiaomi SU7 Ultra გასაკვირად ხელმისაწვდომია. მაღალი ხარისხის ფლაგმანის ფასი $73 600-ია, რაც მნიშვნელოვნად იაფია Porsche Taycan Turbo GT-ზე, რომლის ადგილობრივი ფასიც $280 000-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები