ელექტრომობილები, ხანძარი, პორშე, ლამბორგინი, მორნინგ მიდასი
Aa
Aa

რა მდგომარეობაშია EV-ებით დატვირთული გემი, რომელზეც ხანძარი კვლავ მძვინვარებს?

ხანძარი, რომელიც ერთი კვირის წინ ავტომობილებით დატვირთულ Morning Midas-ის გემზე გაჩნდა, კვლავ მძვინვარებს. გემი, რომელზეც 3 000-ზე მეტი მანქანა, მათ შორის 70 ერთეული ელექტრო და 700-მდე ჰიბრიდული-ელექტრო ავტომობილები იყო განთავსებული, ჩინეთიდან მექსიკის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ხანძარი სწორედ ელექტრომობილების განყოფილებაში გაჩნდა.

მიუხედავად ეკიპაჟის მცდელობისა, ხანძარი ბორტზე არსებული აღჭურვილობის გამოყენებით ჩაეხშო, მათ მისი ლოკალიზაცია ვერ შეძლეს. 22-კაციანმა ეკიპაჟმა გემი მიატოვა და ტერიტორია სამაშველო ნავის დახმარებით დატოვა. ხანძრის გაჩენიდან ერთი კვირის თავზეც კი, ის ლიკვიდირებული არაა და არც გამომწვევ მიზეზზე ფლობს ვინმე ინფორმაციას. ამჟამად, გემი წვას აგრძელებს და ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 3 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრაობს.

„საზოგადოების, სამაშველო ჯგუფებისა და ამ ტერიტორიაზე მოქმედი გემების ეკიპაჟების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია”, -  განაცხადა სანაპირო დაცვის მე-17 რაიონის მეთაურმა და დასძინა, რომ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ გემის მფლობელ კომპანიას, რათა ხანძრის ჩაქრობა უმოკლეს დოში მოხდეს და გარემოზე ნებისმიერი პოტენციური ზეგავლენა შემცირდეს.

ეს ინციდენტიც ელექტრომობილების გადამზიდ გემებზე ხანძრების გაჩენის შემაშფოთებელი ტენდენციის ნაწილია. 2022 წელს, Felicity Ace-ს, რომელსაც თითქმის 4 000 მანქანას (მათ შორის Porsche-ესა და Lamborghini-ის მოდელები) გადაჰყავდა, ცეცხლი გაუჩნდა. ორკვირიანი წვის შემდეგ, გემი საბოლოოდ ჩაიძირა. რომ აღარაფერი ვთქვათ გარემოსთვის მიყენებულ ზარალზე, მხოლოდ ამ შემთხვევის სადაზღვევო ღირებულებამ $155 მილიონს მიაღწია.

მსგავსი ინციდენტების გამო კი, შეშფოთებაც იზრდება. მაგალითად, ხანძრის რისკის გამო, Havila Kystruten-მ ელექტრომობილების ტრანსპორტირებაზე უარი განაცხადა. ამის მიუხედავად, EV-ებზე მოთხოვნა მატულობს, რაც ოკეანეების საშუალებით მათი ტრანსპორტირების აუცილებლობასაც წარმოშობს.

მსგავსი სიახლეები