თბილისი, თბილისის მერია, გადაადგილებაზე შეზღუდვები, კახა კალაძე
Aa
Aa

გმირთა მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება | რა უნდა ვიცოდეთ?

დღეს გამართულ სხდომაზე, კახა კალაძემ, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე, მათ შორის თბილისში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებზე ისაუბრა. კალაძის განცხადებით, აღნიშნული გეგმის ფარგლებში, თბილისში, გმირთა მოედანზე ესტაკადის შემოწმება მოხდება, რის გამოც, გარკვეული პერიოდით გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.

"რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხიდების უსაფრთხოების საკითხს, რაც პერიოდულად მოწმდება დედაქალაქის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. მონიტორინგის მიზანია დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოდ და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მიმდინარე ეტაპზე გეგმური გამოკვლევა/გამოცდის სამუშაოები გმირთა მოედანზე ჩატარდება - ესტაკადას ჩაუტარდება. აღნიშნული პროცესი მოიცავს ესტაკადის კონსტრუქციული ელემენტის ტექნიკურ შემოწმებას, მათი გამძლეობისა და ფუნქციონალურობის შემოწმებას, რაც აუცილებელია უსაფრთხოების რისკების დროულად გამოვლენისა და პრევენციისთვის", - განაცხადა კალაძემ სხდომაზე.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოები 19 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ პერიოდში, ღამის 02:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე საათამდე, გმირთა მოედნის ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა დღეგამოშვებით სრულად შეიზღუდება. კალაძის განცხადებებით აღნიშნული სამუშაოები მათ უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფასა და არსებული პრობლემების პრევენციაში დაეხმარებათ.

მსგავსი სიახლეები