საქართველო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გადაადგილებაზე შეზღუდვები
Aa
Aa

წიწამურის გადასახვევამდე, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება | რა უნდა გავითვალისწინოთ?

წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ23-კმ24 მონაკვეთზე  ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება.  საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების პირობების გასაუმჯობესებელი სამუშაოები, დაახლოებით 2-კილომეტრიან მონაკვეთზე, 4 ივლისს დაიწყება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად,  „ავტომაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული სავაჭრო და კვების ობიექტების გამო, ავტომანქანების დგომა-გაჩერება ხშირად იწვევს მოძრაობის შეფერხებას. ამ გამოწვევის დასაძლევად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში მუშავდებოდა ობიექტებთან მისასვლელად ერთიანი იზოლირებული შესასვლელისა და გამოსასვლელის მოწყობის პროექტი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის ორგანიზებას და გაზრდის უსაფრთხოების დონეს.“

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები, ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარები და შესაბამისი საგზაო ნიშნები მოეწყობა. ცნობისთვის, სამუშაოები ნაკლებად გადატვირთულ პერიოდში წარიმართება, რათა გადაადგილებაზე დამატებითი შეფერხებები არ შეიქმნას.

სამუშაოების მიმდინარეობისას, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით პერიოდულად ერთი სამოძრაო ზოლი შეიზღუდება.  

მსგავსი სიახლეები