ავტოსპორტი, ფორმულა 1, ლუის ჰამილტონი, მიხაელ შუმახერი, კატალონიის გრანპრი, რეკორდები
Aa
Aa

ჰამილტონი GOAT სტატუსს იმყარებს — 2 წლის შემდეგ, ლეგენდამ Ferrari-ს ბოლიდით გამარჯვება მოიპოვა

ფერარიში გატარებული სადებიუტო, წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ლუის ჰამილტონმა საბოლოოდ დაიბრუნა თავისი ძველი, კლასიკური ფორმა და სკუდერიას რიგებში კატალონიის გრანპრიზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ასევე იხილეთ:  მილიარდერები VS ღარიბები - ფორმულა 1-ის პილოტების გზა 

შესაბამისად, გამარჯვებების რაოდენობით ბრიტანელმა პილოტმა პირველობა გაიმყარა (105 გამარჯვება)და მეორე ადგილზე მყოფ მიხაელ შუმახერს 14 გამარჯვებით „გაექცა“. რეკორდულია პოდიუმების რაოდენობაც — 206. პრინციპში, ეს რეკორდი ლუისის ფორმულაში გამოჩენისთანავე განწირული იყო — 2007 წელს, მაკლარენში თავის სადებიუტო სეზონშივე, ახალბედა პილოტმა ზედიზედ ცხრა პოდიუმი მოიპოვა... 19 წლის შემდეგ კი მასზე მეტი რბოლა მხოლოდ ფერნანდო ალონსოსა და კიმი რაიკონენს აქვთ ჩატარებული.

მოგების პროცენტული მაჩვენებელი — 27.39 პროცენტი. ეს ციფრი გაცილებით მაღალი იყო Ferrari-ში გადასვლამდე და მანამ, სანამ მერსედესს სწრაფი ბოლიდების შექმნა დროებით დაავიწყდებოდა. ამ მიმართულებით ის ამჟამად ყველა დროის სიაში მეექვსე ადგილზეა ფერსტაპენის, შუმახერის, ჯიმ კლარკის, ალბერტო ასკარისა და ხუან მანუელ ფანხიოს შემდეგ.

გასაოცარია პოულ პოზიციების მაჩვენებელიც, 104, რომელთაგანაც ლეგენდამ 61 გამარჯვებად აქცია. მიუხედავად ამისა, კიდევ რამდენიმე რეკორდი მოსახსნელია — კერძოდ, უსწრაფესი წრეების რაოდენობით პირველ ადგილზე ჯერ ისევ შუმია, რომელმაც ამის გაკეთება 77-ჯერ შეძლო. ჰამილტონის გასწვრივ ამ გრაფაში 69-ს ვხედავთ და, სავარაუდოდ, კარიერის დასრულებამდე ბრიტანელი ამ რეკორდსაც დაამხობს.

7-გზის ჩემპიონი თანამედროვე ფორმულა 1-ის სტანდარტებით უკვე ასაკშია. ამჟამინდელ პელოტონში მასზე ადრე პენსიაზე მხოლოდ ალონსო გავა. თუმცა, ისტორიულ ჭრილში ჰამილტონი კვლავაც ახალგაზრდაა ყველაზე ხანდაზმულ გამარჯვებულთან (ლუიჯი ფაჯიოლი, 53 წლის და 22 დღის) და ყველაზე ხანდაზმულ მსოფლიო ჩემპიონთან (ფანხიო, 46 წლის და 41 დღის) შედარებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები