BMW-ის ახალი ექსტრემალური მოტოციკლი, M4 CSL-საც კი დაჩრდილავს
თუ მოტოციკლების სამყაროს თვალს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ BMW-მ წელს კლასიკური R 1250 R სრულიად ახალი R 1300 R Roadster-ით შეცვალა. და მიუხედავად იმისა, რომ ციფრებით სხვაობა თითქმის შეუმჩნეველია, რეალურად ყველაფერი რადიკალურად შეცვლილია. თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ნამდვილად Titan-ის სახელით ცნობილი კონცეპტუალური მოდელია, რომელიც BMW-მ R 1 300 R-სგან შექმნა - ისეთი გიჟური დიზაინით და შესრულებით, რომ მის გვერდით სერიული მოდელები (და 50cc სკუტერებიც კი) სათამაშოდ მოგეჩვენებათ.
Titan-ი მოდიფიცირებული და ქუჩის რბოლაზე ორიენტირებული მოტოციკლებითაა შთაგონებული. წინა ნაწილი მას დახრილ იერს აძლევს. განსხვავებით სტანდარტული მოდელებისგან, Titan-ის დიზაინში მექანიკური დეტალებიც სრულად ჩანს.
მოტოციკლი Akrapovič-ის ტიტანის გამონაბოლქვითაა აღჭრვილი, რომელიც უკანა ბორბალზე მიემართება და BMW-ის 143 ცხენის ძალის ბოქსერ ძრავას სრულად იყენებს. ზედა ნაწილი კარბონის პანელითაა დაფარული, რომელიც საწვავის ავზს ფარავს და უკანა მხარეს, მცირე ზომის სავარძლადაც გადაიქცევა. თუმცა ეს მხოლოდ კონცეფტია და პრაქტიკულობაზე ფიქრიც ზედმეტია.
Titan-ის მთავარი დანიშნულება ექსტრემალური შესაძლებლობების უზრუნველყოფაა. ეს მოდელი შექმნილია ტრიუკებისთვის, ქუჩის რბოლებისთვის და მაქსიმალური ვიზუალური ეფექტისთვის, რომელიც BMW Motorrad-ის მრავალწლიანი გამოცდილების გამოხატულებაა.
შეგვიძლია მხოლოდ ვიმედოვნოთ, რომ BMW Motorrad-ი კონცეფციებიდან ბევრ დეტალს რეალობაშიც განახორციელებს. ასე რომ, გამორიცხული არ არის, რომ Titan-ის ზოგიერთი დიზაინერული ან ტექნოლოგიური გადაწყვეტა მომავალი მოდელების ნაწილად ვიხილოთ.