400 ცხენის ძალა ყველგანმავალში - Brabus ML 5.8
Brabus-ის შესახ ყველა ავტომოყვარულმა იცის, რადგან ამ კომპანიას ბევრი „თავზეხელაღებული“ მოდელი შეუქმნია. თუმცა 2001 წელს Brabus-მა პირველი თაობის ML-ის მძლავრი ვერსია წარადგინა, რომელსაც Brabus 5.8 400 უწოდა.
ეს ყველგანმავალი სტანდარტული ML 430-ის ბაზაზე იყო დაფუძნებული. 8-ცილინდრიანი 4.3-ლიტრიანი ძრავიდან 400 ცხენის ძალა და 580 ნიუტონი იყო მიღწეული. ამ აგრეგატში ინჟინრებმა არასტანდარტული მუხლა ლილვი, დგუშები და სხვა უამრავი დეტალი გამოიყენეს, რამაც ძრავის მოცულობა 5.8 ლიტრამდე გაზარდა. მიუხედავად ავტომობილის დიდი წონისა 0-დან 100-მდე სიჩქარის განვითარებას 6.2 წამს ანდომებდა, მაქსიმალური სიჩქარე კი 240 კმ/სთ-ს აღწევდა. ამ მონაცემების მისაღწევად ინჟინრებმა სტანდარტული 5-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფიც კი გააუმჯობესეს.
Brabus ML 5.8 20-იანი საბურავებით და დიდი სამუხრუჭე სისტემით აღჭურვეს. ცვლილებები გარე ვიზუალსაც შეეხო და მას Brabus-ისთვის დამახასიათებელი დიდი ბამპერები და სანისლე მაშუქებიც დაუმატეს.
ისეთი კომპანია, როგორიც Brabus-ია, თავის მოდელებზე დიდ ინფორმაციას არ ავრცელებს, შესაბამისად ML 400-ის რაოდენობაც უცნობია, თუმცა ერთი რამ ცხადია - ეს ავტომობილი ძალიან იშვიათია და მის შესახებ ბევრმა ავტომოყვარულმა არ იცის.